„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 1 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

24:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, პურის მოედნის, კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ლეონიძის, გუდიაშვილის, ამაღლების, თაბუკაშვილის, ბეთლემის, საადის, საიათნოვას, შუშინის, მირზაშაფის, ბოტანიკის, ახუნდოვის, აბანოს, ირგვლივის, სამღებროს, ტყავის, კოტე აფხაზის, გომის, ჯვარედინის, ხანძთელის, თუმანიანი, თონეთის, აბო თბილელის, ერეკლე მეორის, სიონის, ასკანის, იერუსალიმის, ეფრემ მცირეს, გრიშაშვილის, შარდენის, ინგოროყვას, სულხან-საბას, 9 აპრილის, წავკისის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ლერმონტოვის, შინდისის, იაშვილის, სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, შხეფის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, პუშკინის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, ქიქოძის, ივერიის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, სულთნიშნის, ასათიანის, გულიას, მტკვრის, ვეკუას, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, აბესაძის, ათონელის, გოგჩას, სანაპიროს, ორბელიანის, ტელეგრაფის, სულხანიშვილის, ხიდის, კომკავშირის, კრავეიშვილის, შალვა დადიანის, კალანდაძის, მთაწმინდის, ოქროყანის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, არსენას, აჯიაშვილის, გრიბოედოვის, ფირდოუსის, ზდანევიჩების, ვერცხლის, ავლევის, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ზიჩის, აბესაძის და ახოსპირელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის (ნაწილობრივ), გალაკტიონ ტაბიძის, ლეონიძის, ჭოველიძის, ზანდუკელის, კერესელიძის, მაყაშვილის, წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და გულბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქრების და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0