ბოდიბილდინგსა და ფიტნესში თბილისის ჩემპიონატის გამარჯვებულები დაასახელეს

© Sputnik / Alexander Imedashviliბოდიბილდინგი
ბოდიბილდინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოდიბილდინგსა და ფიტნესში შეჯიბრების დროს განისაზღვრება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც მომავალი წლის მაისში ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთში გაემგზავრება.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში მამაკაცთა და ქალთა შორის ბოდიბილდინგსა და ფიტნესში თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. მასში 23 სპორტსმენი მონაწილეობდა. გუშინ, საღამოს ხუთ კატეგორიაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

საქართველოში ასეთი შეჯიბრებების ჩატარების ისტორიაში პირველად ჩემპიონატში ჩართული იყო კატეგორია „საუკეთესო ფიტნეს-მოდელი“ ქალთა და მამაკაცთა შორის. ასევე პირველად გაიმართა მონაწილე გოგონების გამოსვლა-შეჯიბრება კაბებში.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისში მამაკაცთა და ქალთა შორის ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ღია ჩემპიონატი ჩატარდა
თბილისში მამაკაცთა და ქალთა შორის ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ღია ჩემპიონატი ჩატარდა - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცთა და ქალთა შორის ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ღია ჩემპიონატი ჩატარდა

„წელს ეს უკვე რიგით მესამე შეჯიბრებაა საქართველოს ღია ჩემპიონატისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ჩემპიონატის შემდეგ. შეჯიბრების მიმდინარეობისას განისაზღვრება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც მომავალი წლის მაისში ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთში გაემგზავრება“, — განუცხადა Sputnik-ს საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კოტე მაცაბერიძემ.

კატეგორიაში „კლასიკური ბოდიბილდინგი“ პირველი ადგილი დაიკავა ანრი სალიმოვმა, მეორე — გიორგი ვასაძემ, მესამე — გიორგი გოგოლაძემ. კატეგორიაში Men's Physique მთავარი ჯილდო მიიღო გიორგი ვასაძემ, მეორე ადგილი დაიკავა ამირან სიმონიშვილმა, მესამე — გიორგი წილოსანმა.

კატეგორიაში „გოგონები ბიკინით“ საუკეთესოდ დაასახელეს ანა ჭედია, მეორე ადგილზე გავიდა ატინა ბოლბოლი, მესამეზე — ნუცა ზურაბიშვილი.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისში მამაკაცთა და ქალთა შორის ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ღია ჩემპიონატი ჩატარდა.
თბილისში მამაკაცთა და ქალთა შორის ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ღია ჩემპიონატი ჩატარდა. - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცთა და ქალთა შორის ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ღია ჩემპიონატი ჩატარდა.

კატეგორიაში „საუკეთესო ფიტნეს-მოდელები“ პირველი ადგილი დაიკავა ნუცა ზურაბიშვილმა, მეორე — თეა კურტანიძემ. კატეგორიაში „საუკეთესო ფიტნეს-მოდელი“ მამაკაცთა შორის გაიმარჯვა დავით პაშკოიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ანრი ხახვიაშვილმა, ხოლო მესამე — ნიკა გვარაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0