ODIHR: საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე ტური პირველზე უკეთესი იყო

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩევნების მეორე ტური
არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურული საკითხები შეაფასეს.

თბილისი, 31 ოქტომბერი— Sputnik.საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით მეორე ტური უფრო პოზიტიურ გარემოში ჩატარადა, პრესკონფერენციაზე განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალექსნდრე კელჩევსკიმ.

გუშინ საქართველოში 73-დან 50 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. თითო ოლქიდან სადეპუტატო სავარძლისთვის ორი დეპუტატი იბრძოდა, რომლებმაც 8 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნების პირველ ტურში ხმათა უმეტესი რაოდენობა მიიღეს. 

„არჩევნების მეორე ტური პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული. მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. გამოვლინდა საპროცედურო დარღვევების ცალკეული შემთხვევები, რაც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. მეორე ტურში მედიამონიტორინგი პირველ ტურთან შედარებით ბევრად დაბალანსებული იყო",- ციტირებს კელჩევსკის სიტყვებს ტელეკომპანია "იმედი".

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას გააგრძელებს, მათ შორის საჩივრების განხილვის პროცესზე, დაამატა მან.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში დემოკრატიის დაცვის პირობას დებს

8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც ოთხ საარჩევნო უბანზე ცესკომ გააუქმა კენჭისყრის შედეგები. შედეგად ზუგდიდის საარჩევნო ოლქში სოფელ ჯიხაშკარსა და განმუხურში 79-ე და 108-ე უბნებზე 22 ოქტომბერს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით განმეორებითი არჩევნები ჩატრადა, ხოლო  N48 საარჩევნო უბანზე, მარნეულის რაიონის სოფელ კიზილაჯლოში მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, უბნების 100% ხმების დათვლის შედეგად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად,  „ქართული ოცნების" კანდიდატებმა 50-დან 48 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვება მოიპოვეს. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემით), 73 კი — ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით (მაჟორიტარული სისტემით).

საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა - Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა

სულ საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია. ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი). შესაბამისად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების ორივე ტურის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში 115 ადგილი და კონსტიტუციის შეცვლის საშუალება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0