ავტობუსების მგზავრებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა გაუიოლდებათ

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე
ავტობუსი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მხარემ შენიშნა, რომ ავტობუსების მარშრუტების შეთანხმებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს „ზემო ლარსი/ყაზბეგის“ გამშვებ პუნქტზე გასვლის დროს, რათა მგზავრებმა სწრაფად და კომფორტულად გადაკვეთონ საზღვარი.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთმა და საქართველომ 2017 წლის ნებართვების კონტინგენტი დაამტკიცეს და შეთანხმდნენ, მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე დამატებით გადასცენ ერთმანეთს ტვირთების ორმხრივ და სატრანზიტო გადაზიდვებზე ერთჯერადი ნებართვების 2-2 ათასი ბლანკი, იუწყება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.

ყაზბეგის საკონტროლო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: მოძრაობა სატვირთო მანქანებისთვის აკრძალულია

ამის თაობაზე შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე შედგა, სადაც რუსეთის დელეგაციას ტრანსპორტის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი ბაკირეი ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველოსას — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე.

„წელს ნებართვები გაცილებით უფრო ინტენსიურად გამოიყენებოდა. გამომდინარე აქედან, დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის დეკემბრამდე დამატებით გადასცენ ერთმანეთს ტვირთების ორმხრივ და სატრანზიტო გადაზიდვებზე ერთჯერადი ნებართვების 2-2 ათასი ბლანკი. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა დაამტკიცეს 2017 წლის ნებართვების კონტინგენტი: 34 ათასი საცალო ნებართვა ტვირთების ორმხრივ და სატრანზიტო გადაზიდვებზე ეკოლოგიური კლასის სატრანსპორტო საშუალებებით — არანაკლებ ევრო 4-ისა; და 3 ათასი — ტვირთების მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან გადაზიდვებზე“, – ციტირებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებას საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის ზრდა. 2016 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საგარეო ბრუნვა დაახლოებით 27%-ით გაიზარდა. ქვეყნებს შორის ტვირთების გადაზიდვის მოცულობაც ცხრა თვის მანძილზე ასევე 2,4-ჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამას გარდა, დელეგაციებმა იმსჯელეს მგზავრთა რეგულარული გადაყვანის საკითხზეც. რუსეთის მხარემ შენიშნა, რომ ავტობუსების მარშრუტების შეთანხმებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს „ზემო ლარსი/ყაზბეგის“ გამშვებ პუნქტზე გასვლის დროს, რათა მგზავრებმა სწრაფად და კომფორტულად გადაკვეთონ საზღვარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დამატებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0