მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება

© AP Photo / Andy Wongმსოფლიო ბანკის
მსოფლიო ბანკის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესის განვითარებაში საქართველოს მიღწევები აისახება მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში Doing Business.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონის შეხვედრისას აღინიშნა.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებსაც მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს და მზად არის, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც განაგრძოს.

მერსი ტემბონმა, მსოფლიო ბანკის სახელით, კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მიღწევები აისახება მსოფლიო ბანკის ჯგუფის ბიზნესის წარმოების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

კაცხის სვეტი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ეხმარება

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის დაძლევის კუთხით მიაღწია.

სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს: 

—  რეფორმას ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შექმნის  მიმართულებით;

—  განათლების რეფორმას, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ განვითარებაზე;

—  რეგიონების და ინფრასტრუქტურის განვითარებას;

—  მმართველობის რეფორმას, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. 

საქართველო მსოფლიო ბანკს 1992 წელს მიუერთდა. ამ ხნის განმავლობაში 73 პროექტზე მეტი დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულება 2,58 მილიარდი დოლარია. 

ყველა ახალი ამბავი
0