სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2016
როდის: 14 ოქტომბერი 10:00–21:00
სად: მცხეთა
არ გამოტოვოთ პარასკევს დიდი რელიგიური დღესასწაული სვეტიცხოვლობა და საერო დღესასწაული — მცხეთობა. ამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვას დილიდან ჩაატარებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. დღესასწაულის მეორე ნაწილია მცხეთობა — სახალხო სეირნობა. სტუმრებს ელოდებათ კულტურულ-გასართობი, ინტელექტუალური და სპორტული სანახაობები. ესაა ჭადრაკი, წიგნების, ხალხური რეწვისა და ხელით ნაკეთობების ბაზრობა, ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები, დეგუსტაციები დაეროვნული კერძებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები. ბავშვებს დახვდებიან ქართული და უცხოური მულტფილმების პერსონაჟები, იქნება ატრაქციონები და ბევრი სხვა გასართობი.
„თბილისობა 2016“ რიყის პარკში
როდის: 15, 16 ოქტომბერი 12:00-19:00
სად: რიყის პარკი
თბილისობის დღესასწაულზე მხიარული სანახაობა ელის ყველა მსურველს რიყის პარკში. იქ გაიმართება მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკები და პეინტბოლი, პარკური და კალათბურთი. აქვეა დაგეგმილი კულინარიული შეჯიბრება ტელეწამყვან ნიკა წულუკიძესთან, ასევე დეგუსტაციები, გამოფენები და ქართული სოფლის პროდუქტებისა და ტკბილეული გაყიდვა. არ გამოტოვოთ!
გასეირნება „ახალ ტფილისში“
როდის: 15, 16 სექტემბერი 12:00-19:00
სად: „ახალი ტფილისი“ (განახლებული აღმაშენებლის გამზირი)
გსურთ, გაისეირნოთ აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, „ახალ ტფილისში“ და თან, თბილისობის დღესასწაულს დაესწროთ? მაშინ გირჩევთ, აუცილებლად ნახეთ პანტომიმის თეატრის წარმოდგენა, ქუჩის მუსიკოსების გამოსვლა, სასულე ორკესტრის მსვლელობა და ფოტოგამოფენა. ასევე, არ გამოტოვოთ თბილისის მერიის ორკესტრ „ბიგ-ბენის“ გამოსვლა, „თხრობა მუსიკით“ დათო ევგენიძის აკომპანემენტით, „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის წარმოდგენა, ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის კონცერტი და DJ გიო შენგელიას სეტი.
იმის გაგება, რაც არ არის
როდის: 15,16 ოქტომბერი 12:00-19:00
სად: ძველი თბილისი, ლეღვთახევი
„თბილისობაზე“ შეგიძლიათ გაიგოთ იმ პროფესიების შესახებ, რომლებიც აღარ არსებობს. დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს რაიონში — ლეღვთახევში, იმპროვიზირებულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისში უკვე აქტუალობადაკარგული პროფესიები. საუბარია მჭედელზე, მეწაღეზე, მეთულუხჩეზე და სხვა. საინტერესოა!
ყვავილები, ღვინო და მუსიკა
როდის: 15, 16 სექტემბერი 20:00
სად: ევროპის მოედანი
თბილისობის ზეიმის გაგრძელება შესაძლებელია ევროპის მოედანზე, სადაც ცნობილი ქართველი მებაღის ზურაბ შევარდნაძის ყვავილების ბაზარი განთავსდება, ხოლო ღვინის აღმართზე ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა და გაყიდვა გელოდებათ. აქვე ნახავთ სტილიზებული ფოლკლორული თეატრის „ნაბადის“ წარმოდგენას, მოუსმენთ ანსამბლებს: „თბილისი“, „ხარება“, „თბილისური კვარტეტი“, ჯგუფ „გიო+“ახალი პროექტით, The Jetbird, "Goofyland", "Reggaeon", "Frani" და "LoudSpeakers“.
„შუმბა ლენდის“ გახსნა
როდის: 15 ოქტომბერი 11:00-19:00
სად: ვაკის პარკი
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1792684257616575/
ვაკის პარკი ახალი გასართობი პარკის „შუმბა ლენდის“ გახსნაზე გიწვევთ. ატრაქციონების პარკი, რომელსაც 2015 წლის თბილისის წყალდიდობისას დაღუპული თეთრი ლომის ბოკვრის სამახსოვროდ უწოდეს, გათვლილია 1-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში უამრავი სიურპრიზი და გასართობი პროგრამა ელოდება: ტორტი, საჩუქრები, კონცერტები, თოჯინების თეატრი, საცირკო წარმოდგენები, ანიმატორები და ფოიერვერკ-შოუ. და რაც ყველაზე მთავარია — ყველა ატრაქციონი ამ დღეს უფასო იქნება.
ცეცხლოვანი ფლამენკო
როდის: 15 ოქტომბერი 20:00
სად: ივანე მაჩაბლის 6
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/313305712378982/
ცეცხლოვანი ესპანური ცეკვის ფლამენკოს ნახვა, რომელსაც ყველაზე ცნობილი მოცეკვავე ევა იერბაბუენას შესრულებით, შაბათ საღამოს შეგიძლიათ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ესპანელი მოცეკვავე წარმოადგენს სპექტაკლს „წვიმა“. წარმოდგენა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში გაიმართება.
საქართველოს თანამედროვე ფერწერა
როდის: 14, 15, 16 ოქტომბერი
სად: Fabrika (ეგნატე ნინოშვილის 8)
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/314668128909008/
Fabrika-ს არტ-სივრცეში თანამედროვე ქართველი მხატვრისა და მონუმენტალისტის ლუკა ჯაფარიძის ნახატების გამოფენა გაიმართება. მისი შემოქმედების ნიმუშები გერმანიაში, შვედეთსა და საქართველოში კერძო კოლექციებში ინახება. ესაა ფანტასტიკური პორტრეტები, თითქმის კოსმიური ემოციები და გრძნობები, ნახატები, რომლებიც ასახავს მთელ სამყაროსა და მის ცალკეულ სილამაზეს, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახო.
მისტერია თოჯინებისთვის „დონ კიხოტი“
როდის: 16 ოქტომბერი 20:00
სად: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი (მცირე სცენა)
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/665461070296593/
მისტერია თოჯინებისთვის „დონ კიხოტი“ მიგელ დე სერვანტესის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა. მარტოხელა მოხეტიალე რაინდი — ბრძენი ან სულელი — თითოეული მაყურებელი ამ ლიტერატურული შედევრის პერსონაჟს თავისებურად დაინახავს. წარმოდგენა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში გაიმართება.
ველოსიპედების ფესტივალი
როდის: 16 ოქტომბერი 12:00-19:00
სად: ვაკის პარკი
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1027868990663004/
თუ ველოსპორტის თაყვანისმცემელი ხართ, მაში აუცილებლად დაესწარით ფესტივალს Bike Fest 2016. ის ვაკის პარკში შეკრებს როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ველოსიპედისტებს. თქვენ გელოდებათ შეჯიბრებები Down Hill-ი — სწრაფი დაშვება და Cross country, სანახაობრივი შოუ, მასტერ-კლასები, ასევე ველოსიპედების გამოფენა და ველოთამაშები, რომელში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.
SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!