საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრ ვიქტორ სანიკიძეს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

© БК "Арис"ვიქტორ სანიკიძე
ვიქტორ სანიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ქართველმა კალათბურთელმა ფეხის ტრავმა მიიღო, რამაც, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში მის თამაშს ხელი შეუშალოს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ბერძნულ კლუბ „არისის“ კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს ოპერაცია სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა, იუწყება გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ახლა სანიკიძის გამოჯანმრთელების ვადებზე ლაპარაკი ძნელია. დიდი ალბათობით, ის მოედანზე 6-დან 10 თვემდე პერიოდში ვერ გამოვა. ყევლაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის რეაბილიტაციის პროცესი“, — განაცხადა „არისის“ წარმომადგენელმა ნიკოლას კუკულიასმა.

ვიქტორ სანიკიძე - Sputnik საქართველო
ვიქტორ სანიკიძე ბერძნულ კლუბში გადავიდა

სანიკიძემ საბერძნეთის ჩემპიონატში „ტრიკალასის“ წინააღმდეგ პირველი ტურის მატჩის ბოლოს მარჯვენა ფეხი სერიოზულად დაიზიანა. ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ კალათბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო.

ქართველმა კალათბურთელმა ბერძნულ კლუბთან კონტრაქტს ხელი მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში მოაწერა. ხელშეკრულება ერთ წელზეა გათვლილი.

გასული სეზონი სანიკიძემ თურქული „ტედ კოლეჟლილერის“ შემადგენლობაში გაატარა. თურქეთის ჩემპიონატში გუნდმა მე-14 ადგილი დაიკავა.

2017 წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ოთხ ქვეყანაში – თურქეთში, ისრაელში, ფინეთსა და რუმინეთში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0