ნუკრი რევიშვილი თბილისის „დინამოს“ მეკარე გახდა

© photo: Sputnik / Yuliya Chestnova / გადასვლა მედიაბანკშინუკრი რევიშვილი
ნუკრი რევიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მეკარე სამშობლოში რუსეთიდან დაბრუნდა, სადაც გასული სეზონი სარანსკის „მორდოვიაში“ გაატარა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარემ ნუკრი რევიშვილმა თბილისის „დინამოსთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

29 წლის მეკარესა და დედაქალაქის კლუბს შორის კონტრაქტი წლის ბოლომდეა გათვლილი, გარიგების ფინანსური მხარე არ გახმაურებულა.

გასული სეზონი რევიშვილმა სარანსკის „მორდოვიაში“ გაატარა, რომელმაც რუსეთის 2015/2016 წლების ჩემპიონატის შედეგებით რუსეთის საფეხბურთო პრემიერ-ლიგა დატოვა. მეკარემ მეორე დივიზიონში გამოსვლა არ მოინდომა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

მეკარე ანტონი სკრიბი - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამომ“ ფრანგ მეკარესთან კონტრაქტი გაწყვიტა

თბილისის „დინამო“ რევიშვილის მიმართ ინტერესს უკვე სექტემბრის შუა რიცხვებში იჩენდა, მაგრამ მაშინ მხარეებმა კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ის საქართველოში იმყოფებოდა და გორის „დილის“ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა. ამ გუნდთან ერთად რევიშვილმა 2013 წლის მეორე ნახევარში ითამაშა.

30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „დინამომ“ ფრანგ მეკარე ანტონიო სკრიბთან კონტრაქტი გააუქმა. ის თბილისში გასულ ზაფხულს „აიაჩოდან“ გადმოვიდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მოვხვდი „დინამოში“ — საქართველოს საუკეთესო გუნდში. ჩვენი თანამშრომლობა ჯერჯერობით სამ თვეზეა გათვლილი, თუმცა, იმედია, კიდევ გაგრძელდება და დიდხანს მოვირგებ „დინამოს“ მაისურს. არა მგონია, რომ ადაპტაცია დამჭირდეს, რადგან თითქმის ნახევარ გუნდს ვიცნობ“, — განაცხადა რევიშვილმა „დინამოს“ გუნდში ოფიციალური წარდგენის შემდეგ.

საქართველოს ნაკრებში რევიშვილმა 29 მატჩი ჩაატარა და კარში 26 ბურთი გაუშვა.

ყველა ახალი ამბავი
0