ცისკარიშვილი: კიდევ 4 წელი „მიშას და ბიძინას“ ოცნებებში უნდა გავატაროთ

© PrimeTimeსოსო ცისკარიშვილი
სოსო ცისკარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემდეგი მოწვევის პარლამენტში ისევ მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევა არასაპარლამენტო ოპოზიციას გააძლიერებს, მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს.
ცისკარიშვილი “კიდევ 4 წელი „მიშას და ბიძინას ოცნებებში უნდა გავატაროთ“

„სამწუხარო რეალობაა, რომ შემდგომი 4 წელიწადი უნდა გავატაროთ ფორმატში, რასაც ჰქვია  „მიშას ოცნება“ და „ბიძინას ოცნება“. ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გაძლიერდება არასაპარლამენტო პოლიტიკური სივრცე და ნამდვილად გაუჭირდება მუდმივად ერთმანეთის ლანძღვაში მყოფ დუეტს ქვეყნის მართვა, თუ იმავე ფორმულით ისარგებლებენ, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ 4 წლის განმავლობაში“, — განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა Sputnik-ს.

რაც შეეხება ამომრჩევლის აქტიურობას, ცისკარიშვილის აზრით, 44 %-ზე მეტი  ნამდვილად აქტიურია ევროპული გადასახედიდან.

ყველა ახალი ამბავი
0