საქართველოს პრემიერმა დაშავებული პოლიციელი მოინახულა

© FB/Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაშავებული პოლიციელები მოინახულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაშავებული პოლიციელები მოინახულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენმა პოლიციამ თავიდან აგვაცილა ძალიან სერიოზული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა, ყველა პოლიციელს ამ გმირული საქციელისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვი მოინახულა, რომელიც მარნეულის 48–ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირების დროს დაშავდა, იუწყება პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახური.

„ჩვენმა პოლიციამ, ძალიან დიდი გმირობის ფასად, თავიდან აგვაცილა ძალიან სერიოზული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა, ყველა პოლიციელს, ამ გმირული საქციელისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა კლინიკაში ყოფნისას.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
შს სამინისტრო მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრემიერმა რამინ ისმაილოვს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მარნეულში უხეში ძალა შეგნებულად არ გამოიყენა.

„ჩვენ შეგნებულად არ გამოვიყენეთ იქ უხეში ძალა, იმისთვის, რომ დღევანდელი არჩევნები ჩაგვეტარებინა ევროპულად, ძალიან მაღალი ხარისხით და ვფიქრობ, ამ უმთავრეს მიზანს მივაღწიეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დაშავებული პოლიციელის მოსანახულებლად იმყოფებოდა ასევე საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

ჩხუბი არჩევნების მსვლელობის დროს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ–აჯლოში, №48 საარჩევნო უბანში მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული  ოცნებისა“ და ენმ–ის მომხრეები. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფლის ერთ–ერთი მცხოვრები ხმის მიცემას მარკირების გარეშე შეეცადა. ამ ფაქტმა ოპოზიციის მომხრეთა უკმაყოფილება გამოიწვია, სიტყვიერ შელაპარაკებას რამდენიმე ათეული ადამიანის სასტიკი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებული მხარეების გაშველებისას რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0