ქარელის საარჩევნო უბანთან მამაკაცი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexander imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ცნობილი ხდება, ასაკოვანი მამაკაცი ხმის მისაცემად მიდიოდა და სწორედ საარჩევნო უბანთან გახდა შეუძლოდ.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ქარელის №23- საარჩევნო უბანთან 85 წლის მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“ შსს-ის პრეს-სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

როგორც ცნობილი ხდება, ასაკოვანი მამაკაცი ხმის მისაცემად მიდიოდა და სწორედ საარჩევნო უბანთან გახდა შეუძლოდ.

„თვითმხილველებმა ის მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა“, — განუცხადა სააგენტოს შს სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ყველა ახალი ამბავი
0