გორში ხმის მისაცემად ბუც კი მიფრინდა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიბუ
ბუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტში უკვე აიტვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკვირდება ფანჯარაზე შემომჯდარი ბუ მიმდინარე პროცესს.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. გორის №22-ე საარჩევნო უბანში, ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე, ბუ შეფრინდა, იუწყება ქართული ონლაინ-გამოცემა netgazeti.ge.

საუბნო კომისიის წევრები ბევრს ეცადნენ, გაეგდოთ ბუ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

ინტერნეტში უკვე აიტვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკვირდება ფანჯარაზე შემომჯდარი ბუ მიმდინარე პროცესს.

შაბათს საქართველოს მოქალაქეები მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ. არჩევნებში 19 პოლიტიკური პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 73 დეპუტატი კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული წესი) მონაწილე კანდიდატებიდან აირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0