სააკაშვილი ივანიშვილს განათლებას უწუნებს და სასწავლებლად გაგზავნას ჰპირდება

© фото - public domainმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის განათლების დონე არ მოსწონს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ექს-პრემიერ  ბიძინა ივანიშვილს სასწავლებლად გაგზავნის.

„აუცილებლად ამ კაცს სჭირდება განათლება. ეტყობა თავის დროზე დრო არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენზე იზღვია ათმაგად. უფრო მეტიც, ამ კაცს საერთოდ არ უყვარს განათლებული ადამიანები და ეს არის მისი მთავარი პრობლემა“, — განაცხადა სააკაშვილმა Facebook Live-ში.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ენმ-ს დეპუტატები პარლამენტში ცუციკებივით იჯდებიან

ექს-პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდება. სააკაშვილი საქართველოს „ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაში და შემდგომ აღმშენებლობაში“ მონაწილეობას გეგმავს.

„ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ რაიმე ფორმით ჩამომაშორებს საქართველოს აღმშენებლობას და განვითარებას. ვინ სად იქნება, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ამას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან წარმომადგენლობითი, მრავალათასიანი ყრილობა, რომელიც იქნება არჩევნების შემდეგ“, — დაამატა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყრილობაზე ნდობით აღჭურვილი პირებისგან დაკომპლექტდება „ეფექტური, ენერგიული, განახლებული საქართველოს მთავრობა“ და ამ პროცესში ის აქტიურ მონაწილეობას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0