კახი კავსაძე რუსეთში დააჯილდოეს

გამოწერა
მსახიობი ფილმში „ტელი და ტოლი“ შესრულებული მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დააჯილდოეს. ფილმი ორი სოფლის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელთა შორის მოულოდნელად „სახელმწიფო საზღვარი“ გაჩნდა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე კინოსა და თეატრის XIV ღია რუსულ ფესტივალზე „ამურული შემოდგომა“ დააჯილდოეს.

ფესტივალი 19-26 სექტემბერს ამურის ოლქის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

კახი კავსაძე ფილმში „ტელი და ტოლი“ (რეჟისორი – ალექსანდრ ამიროვი) მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს წეროთი“ დაჯილდოვდა.

ჯილდო ქალის საუკეთესო როლისთვის ანა ჩიპოვსკაიამ მიიღო ფილმში „წმინდა ხელოვნება“.

ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა ქართველ რეჟისორს ვანო ბურდულს ფილმისთვის „გაყინული შადრევნების წელიწადი“.

სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გრან-პრი ედუარდ ბორდუკოვის „კოლოფმა“ მიიღო.

„ამურულ შემოდგომას“ წელს დაახლოებით 200 სტუმარი და მონაწილე ეწვია. მაყურებელმა ნახა 13 სრულმეტრაჟიანი ფილმი, რვა ანტრეპრიზული სპექტაკლი და 24 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ასევე პოლონური სურათების პანორამა, რუსული ანიმაცია და ახალი გერმანული კინო.

კახი კავსაძე 75-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახალხო არტისტი. არის იპოლიტე ხვიჩიას პრიზის „იპოს“ ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ კახი კავსაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0