გორის სოფელ ახალუბნის გამგებელი თანაპარტიელის დაჭრის ფაქტს უარყოფს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორის რაიონის საკრებულოს წევრი მუცელსა და თავში ცივი იარაღით დაჭრეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. გორის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დავით ტატიაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან დანით დაჭრა რაიონული საკრებულოს წევრი ალექსანდრე ბუჯიაშვილი.

ტატიაშვილი და ბუჯიაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრები არიან. ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა სამშაბათს ბლოკის „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ტატიაშვილმა ბუჯიაშვილი და კიდევ ერთი ადამიანი დანით დაჭრა.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის სწრაფ გამოძიებას ელოდება

„მე და ლექსოს (ალექსანდრე ბუჯიაშვილს) არანაირი უთანხმოება არ გვქონია, პირიქით, მეგობრები ვართ. საიდან მოიტანეს, რომ დავჭერი, ვერ გამიგია. ჩემთან პოლიციის განყოფილებიდან მოვიდნენ, დამკითხეს. გუშინ ინციდენტიც კი არ მომხდარა“, — განაცხადა ტატიაშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ტატიაშვილი გორის რაიონის სოფელ ახალუბნის გამგებელია.

ბუჯიაშვილი და კიდევ მეორე დაჭრილი პიროვნება გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ იმყოფებიან. საავადმყოფოს ექიმმა ნუგზარ ქარელმა ჟურნალისტებს დაჭრილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი განცხადებით, ტრავმები ბასრი იარაღით არის მიყენებული და დაშავებულებმა არ იციან, ეს რა ვითარებაში მოხდა. ბუჯიაშვილს ორი ჭრილობა აქვს – ერთი მუცლის არეში, მეორე — მარცხენა საფეთქელთან. რაც შეეხება მეორე ავადმყოფს, მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეორე დაჭრილი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.

საქართველოს შსს-ში მომხდართა დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0