რეისი ალმათი-თბილისი ვერცხლისწყლის დაღვრის გამო გადაიდო

© фото предоставлено очевидцем событияვითარება ალმათის აეროპორტში
ვითარება ალმათის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალმათის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ვერცხლისწყლის დაღვრის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელ ზომას ატარებს, ხოლო სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა ალმათი-თბილისის რეისის მგზავრს ვერცხლისწყალი აღმოუჩინეს, რის გამოც ექვსი ავიარეისი გადაიდო, იუწყება Sputnik-ყაზახეთი აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ვერცხლისწყლის პოვნის თაობაზე ეცნობა როგორც აეროპორტის ხელმძღვანელობასა და უსაფრთხოების სამსახურს, ასევე ალმათის საგანგებო სიტუაციათა სამსახურს, პოლიციასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს.

საგანგებო სიტუაციათა სამსახური ვერცხლისწყლის დაღვრის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელ ზომას ატარებს სამგზავრო ტერმინალის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.

„ავიაკომპანია „ეირ-ასტანის“ ალმათი-თბილისის №141 რეისის გაფორმებისას, ერთ-ერთ მგზავრს პირადი დათვალიერებისას აღმოუჩინეს ჭურჭელი, რომელშიც, სავარაუდოდ, ვერცხლისწყლის შემცველი სითხე უნდა ყოფილიყო. საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომელმა აცნობა მგზავრს, რომ საეჭვო ჭურჭელი ჩამორთმევას ექვემდებარებოდა, რის შემდეგაც მგზავრმა თვითნებურად, გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, გადააგდო ის სანაგვე ურნაში, რასაც სითხის დაღვრა მოჰყვა“, — განაცხადა პრესსამსახურმა.

თბილისის აეროპორტში განმარტეს, რომ  ალმათი-თბილისის მიმართულებით მფრენი თვითმფრინავი, დაგეგმილი 13:50 საათის ნაცვლად, 14:00 საათზე იქნება ადგილზე.
„რასთანაა დაკავშირებული [რეისის] დაყოვნება, ჩვენთვის უცნობია“, — განუცხადეს Sputnik-საქართველოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

როგორც ყაზახური მედია იუწყება, აეროპორტის ხელმძღვანელობამ დაახლოებით დილის ათი საათისთვის  შენობიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო, რომლებიც ამ დროისთვის უკვე ბრუნდებიან შენობაში.

ყველა ახალი ამბავი
0