„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების კულტურის მინისტრები თბილისში შეიკრიბებიან

© photo: Sputnik / Levan Avlabreliრეკონსტრუირებული აღმაშენებელი
რეკონსტრუირებული აღმაშენებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში გაიმართება ფორუმი, რომელზეც კულტურის განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარების თანამედროვე ტენდენციებზე იმსჯელებენ.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თემასთან დაკავშირებით პირველი ეროვნული კულტურული ფორუმი "შემოქმედებითი საქართველო: კულტურა და შემოქმედება ინოვაციისა და განვითარებისთვის" თბილისში 8-9 დეკემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა, თბილისის მერია და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისი რეგიონის კულტურულ ცენტრად უნდა იქცეს

ფორუმზე მოწვეული არიან კულტურის მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის გენერალური დირექტორატების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის პროფესიონალები.

სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ემსახურება შემოქმედებითი ინდუსტრიების, ქვეყნისა და რეგიონის სტაბილურ განვითარებაში მათი გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სექტორში არსებული ტენდენციების წარმოჩენას და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას სექტორის განვითარებასთან მიმართებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კარგი მაგალითების გაზიარებას და სხვა.

ფორუმის ფარგლებში იგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0