აღმაშენებლის გამზირი: ცოცხალი ისტორია

გამოწერა

თბილისში განახლებული აღმაშენებლის გახსნის საზეილო ცერემონია გაიმართა. Sputnik-ი ღონისძიების ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში 2016 წლის თებერვალში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე  დასრულდა, რომელიც ახალ საზოგადოებრივ-რეკრეაციულ ზონებისა და ტურისტულ მარშრუტების  შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში პირვანდელი სახე დაუბრუნდა 47 ისტორიულ შენობას, მათგან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შეიცვალა შენობების სახურავები, გამაგრდა კედლები, აღდგა სახლების ფასადები და ისტორიული ორნამენტები. ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს, ჭიშკრებს და შეიცვალა შენობების ფანჯრები და ვიტრაჟები.

აღმაშენებლის გამზირზე დაიდგა ახალი სკამები, ლითონის ექვსი სკულპტურა, მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემები. გამზირის ნაწილი საფეხმავლო გახდა.

პროექტ „ახალი ტფილისის“ განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, რაც შეეხება შიდა სამუშაოებს, მათი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

მომავალ წელს „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედანისა და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რესტავრაცია იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0