სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

© https://www.facebook.com/NATO?fref=tsიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტოლტენბერვი საქართველოში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭის სესიის გამართვით კმაყოფილია.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის თბილი მიღბისთვის.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია, რომელიც ალიანსის მთავარი ხელმძღვანელი ორგანოა, საქართველოში 7-8 სექტემბერს ჩატარდა.

„ეს ვიზიტი საბჭოსთვის უნიკალური შესაძლებლობა იყო, რათა პირველი პირებისგან მოესმინა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების, მიღწევებისა და საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის გამოწვევების განხორციელების შესახებ“, — ნათქვამია სტოლტენბერგის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა მარგველაშვილს ავღანეთში ქართველი სამხედროების  სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. 

იენს სტოლტენბერგი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ნატოს გენერალური მდივანი ქართული სამზარეულოთი მოიხიბლა

„მსურს მადლობა გადაგიხადოთ  რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გულწრფელი და კონსტრუქციული დიალოგისთვის. მე დავინახე საქართველოს დიდი დაინტერესება შვი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების კუთხით“, — ნათქვამია სტოლტენბერგის წერილში.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა მარგველაშვილის პერსონალური ღვაწლი საქართველოსი პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების საქმესა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ  საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. 

2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე დამტკიცდა, რომ საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდება ალიანსის სტანდარტებისა და მოთხოვნების დააკმაყოფილების პირობით.  საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებათა პაკეტი, ნატოს უელსის სამიტზე, 2014 წლის 4–5 სექტემბერს დამტკიცდა.


ყველა ახალი ამბავი
0