სიკვდილით დასჯილი ჩინელი მილიარდერის ავტომობილები აუქციონით გაიყიდება

© Pixabay / SW1994ჩინეთის დროშა
ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუ ჰანი, რომელსაც სიცოცხლეში ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთამადნო კორპორაცია Hanlong Group-ის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, 2015 წლის 9 თებერვალს დასაჯეს სიკვდილით.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლება აპირებს, რომ აუქციონზე გაყიდოს მილიარდერ ლუ ჰანის ლუქს-კლასის 13 ავტომობილი, რომელიც გასულ წელს სიკვდილით დასაჯეს დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისათვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ „სინაზე“ დაყრდნობით.

ბუდისტი ბერი - Sputnik საქართველო
ჩინეთში 600-ზე მეტი თვითმარქვია ბერი ამხილეს

როგორც პროვინცია სიჩუანის სასამართლო იუწყება, ძვირადღირებული ავტომობილების აუქციონი 25 სექტემბერს გაიმართება და სხვა პრესტიჟულ მანქანებს შორის, გასაყიდად გამოიტანენ ლუ ჰანის ნაქონ „ბენტლის“, „ფერარისა“ და „ლამბორჯინის“.

ლუ ჰანი, რომელსაც სიცოცხლეში ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთამადნო კორპორაცია Hanlong Group-ის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, 2015 წლის 9 თებერვალს დასაჯეს სიკვდილით ძმასთან, ლუ ვემთან და კიდევ სამ თანამონაწილესთან ერთად.

სულ მილიარდერის გახმაურებულ საქმეში 36 ფიგურანტი იყო. აქედან ხუთი უკვე დასაჯეს სიკვდილით, ხუთს ორი წლის შემდეგ დასჯიან, ხოლო ოთხს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენ 22 ბრალდებულს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0