საქართველოს პროკურატურამ ოდესის პოლიციის უფროსს ბრალი წაუყენა

© FB/Георгий Лорткипанидзеგიორგი ლორთქიფანიძე
გიორგი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალი ედება 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება. თუ უკრაინელი ჩინოვნიკი საქართველოს პროკურატურაში 17:00 საათამდე არ გამოცხადდება, მასზე ძებნას გამოაცხადებენ.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისში 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალი წაუყენა.

ლორთქიფანიძეს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალის ან იარაღის გამოყენებით, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. აქციის დარბევის დროს ლორთქიფანიძე საქართველოს შს მინისტრის მოადგილე იყო.

საქართველოს პროკურატურამ სამშაბათს შსს-ს ექს-ჩინოვნიკი ჩვენების მისაცემად დაიბარა, მაგრამ ის ჯერ არ გამოცხადებულა. თუ ლორთქიფანიძე 17:00 საათამდე არ მივა  პროკურატურაში, მასზე ძებნა გამოცხადდება.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს“, — აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიორგი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ოდესის პოლიციის უფროსი პროკურატურაში მის დაბარებას საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს

ბრალდების მხარე ასევე აპირებს მიმართოს სასამართლოს და ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს.

მანამდე ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ვერ შეძლებს, რადგან შვებულება არ ეკუთვნის. ამასთან, პროკურატურაში დაბარებას მან უსაფუძვლო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული უწოდა.

ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით პროკურატურამ რამდენჯერმე დაკითხა და ის ახალს ვერაფერს იტყვის.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმეზე ახალი დეტალები, მათ შორის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ მოუწოდებს დათა ახალაია (იმ დროს კუდ-ის უფროსი) ძალოვანებს, დააკავონ რაც შეიძლება მეტი ხალხი და მათ პრემიებს ჰპირდება. იქვე აღნიშნულია, რომ ექსპერტიზამ ვიდეოს ავთენტურობა დაამტკიცა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თარეშის დამთავრების პირობას დებს

პროკურატურამ ბრალდება სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებაში უკვე წაუყენა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილ დირექტორს დათა ახალაიას, მის მოადგილე ვასილ ლელუაშვილს, კუდ-ის თბილისის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილსა და მეორე მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს ლევან ქარდავას.

ბრალდებულების ადვოკატებს ვიდეოჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი შეეპარათ. ისინი სინამდვილის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ.

„სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, 26 მაისს დაარბიეს, გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. აქციის მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციებს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმის ჩაგდებით იმუქრებოდნენ. სპეცრაზმის ოპერაცია შუაღამით დაიწყო. აქციის დარბევის შედეგად დაიღუპა აქციის ორი მონაწილე, სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო 250-მა ადამიანმა, ხოლო 800-მდე უკანონოდ დააკავეს, განაცხადეს პროკურატურაში.

ყველა ახალი ამბავი
0