"ქართულმა ოცნებამ" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" მომხრე
ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველმა პარტიამ ოპონენტებს მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებს კონტრაქციების გამართვას უკრძალავს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ე.წ მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი გაასაჯაროვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებს კონტრაქციების თაობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

მანამდე ინიციატივას მხარი დაუჭირეს მმართველი კოალიციის ყოფილმა წევრებმა — „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და არასაპარლამენტო „პატრიოტთა ალიანსმა“. „ქართული ოცნების“ კეთილგანწყობის არ სჯერა ყოფილ მმართველ გუნდს — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

„ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას აქციებისა თუ სხვადასხვა შეხვედრებისგან, რომელსაც სხვა პარტიის პოლიტიკური სუბიექტი ან მისი მხარდამჭერი გამართავს და ყველა ზომებს მივიღებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ღონისძიებებზე რაიმე სახის  წინააღმდეგობა“, — ნათქვამია მემორანდუმის ტექსტში.

გიორგი მღებრიშვილი და თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
შსს და ცესკო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ

მემორანდუმზე ხელმოწერით, პარტიებმა უარი უნდა განაცხადონ კონტრაქციების გამართვაზე, რომელიც ძალადობის პროვოცირების საშიშროებას წარმოადგენს.

დოკუმენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაჯაროებამდე იქნება ძალაში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

„რასაკვირველია, მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა… თუ რომელიმე პილიტიკური ძალა მემორანდუმს შეუერთდება, ეს იქნება სიგნალი იმისთვის, რათა გავიგოთ ვინ რა მიზნებით მოქმედებს წინასაარჩევნო პროცესში“, — აღნიშნა „ართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, შს მინისტრის ბრძანებით,  პოლიციელთა სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი პროვოკაციული ინციდენტის აღმოფხვრაზე იმუშავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0