უამინდობამ ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობა დააზარალა

© courtesy of Lagodekhi Protected Areasლაგოდეხი
ლაგოდეხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თბილისი, 15 სექტემბერი— Sputnik. თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ლაგოდეხის რაიონში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჭაბუკიანისა და გვიმრიანის სოფლებში ათობით სახლი დააზარალა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ადგილობრივ ადმინისტრაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა — მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სტიქიამ ატენის საჯარო სკოლა დააზიანა, რომელსაც ხე დაეცა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, ხოლო სპეციალურმა კომისიამ ზარალის დათვლა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0