ამისულაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში თავისი კარიერა დაასრულა

© FB/ФФГალექსანდრე ამისულაშვილი
ალექსანდრე ამისულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მისი მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამოთქმებისა და კრიტიკის საფუძველზე მიიღო.

თბილისი, 9 სექტემბერი— Sputnik. საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე  ამისულაშვილმა საქართველოს ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ამისულაშვილმა მეუღლის, მოდელ ნინი ზარქუას „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ჩემთვის ძალიან ძნელია ამ განცხადების გაკეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ ახლა დადგა ეს დრო, როდესაც მე ვემშვიდობები ეროვნულ ნაკრებს და გადავდივარ გულშემატკივართა რიგებში. უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელს, ყველა მწვრთნელს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა", ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო

ამასთან, ამისულაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველთვის მომხრე იყო ჯანსაღი კრიტიკის, თუმცა, ბოლო დროს, მისი სიტყვებით, მისი მისამართით კრიტიკულმა განცხადებებმა ყველა ზღვარს გადააჭარბა და პირად ჭეურაცხყოფებში გადაიზარდა, რაც დაუშვებელია. ფეხბურთელის სიტყვებით, მსგავსმა გამოთქმებმა უარყოფითად იმოქმედეს მასზე და მის ოჯახზე.

„იმედი მაქვს დაფიქრდებიან ამ გამონათქვამების ავტორები და მომავალში მაინც გაითვალისწინებენ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ფეხბურთელს, რომელიც სულს და გულს დებს თავის საქმიანობაში! ჩემი ეს განცხადება, ჩემს მიმართ უკვე გამოთქმულ შეურაცხყოფას ვერ წაშლის, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს აღარ მოუწევთ მსგავსი გამონათქვამების მოსმენა", — წერს ამისულაშვილი.

ყველას, ვინც აფასებდით ჩემს საქმიანობას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!

ფეხბურთელის მისამართით შეურაცხმყოფელი გამოთქმები, სავარაუდოდ, 5 მსოფლიო ჩემპიონატი —2018-ის შესარჩევი მატჩს ეხება, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ავსტრიის გუნდები დაუპირისპირდნენ. თბილისში გამართულ მატჩში მასპინძლებმა ანგარიშით 1:2 სტუმრებს დაუთმეს.  ექსპერტების აზრით, საქართველოს ნაკრების კარში გაშვებული ორივე გოლი ამისულაშვილის სინდისზეა.

34 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში 2002 წლიდან თამაშობს, სადაც 49 მატჩი ჩაატარა და ოთხი ბურთი გაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0