ექსპერტი: ნატო საქართველოს ვერ დაიცავს

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშინატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში
ნატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
არეშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ნატოში შესვლის მომხრეების რიცხვი შემცირდა, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეების კი - გაიზარდა.

თბილისი, 8 სექტემბერი— Sputnik. სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს ვერ დაიცავს, ამიტომ ქვეყანამ უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს დასავლეთთან და რუსეთთან მიმართებაში, Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.

საქართველოში 7-8 სექტემბერს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს,რომელიც ალიანსის მთავარი ხელმძღვანელი ორგანოა. ღონისძიებაზე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვიდა, რომელიც საქართველოს პირველ პირებთან პარალელურად შეხვედრებს მართავს.

არეშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართულ საზოგადოებაში ნატოში ინტეგრაციის ისეთი დიდი მხარდაჭერა აღარ არსებობს, როგორც ეს ადრე იყო.

სტოლტებერგი ნატოს სამიტზე - Sputnik საქართველო
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსგან სამართლიან არჩევნებს ელოდება

„საქმე ნატოში კი არა, არამედ ქართველი პოლიტიკოსების დაპირებებში, რომლებმაც თამასა ძალიან მაღლა აწიეს. პირველ რიგში ეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეხება. ისე გამოდის, რომ თვითონ ნატო არ მიისწრაფვის მიიერთოს საქართველო, ხალხი დაიღალა დაპირებებისაგან“, — განაცხადა არეშიძემ. 

ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზებზე საუბრისას, ექსპერტმა რუსეთის ფაქტორი გამოყო.

„პირველ რიგში, ნატოს რუსეთის გაღიზიანება არ უნდა“, — განმარტა ექსპერტმა.

საქართველოს მხრიდან კონტრპროდუქტიულია ასე თავგამოდებით ნატოში მისწრაფება, დარწმუნებულია არეშიძე.

„მიმაჩნია, რომ უფრო მოქნილი, ინიციატიური და ჭკვიანი რეგიონალური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. აქ რუსეთთან ურთიერთობებს დიდი მნიშვენლობა აქვს. უნდა ვიცოდეთ, რა ინტერესები აქვთ ჩვენ მეზობლებს და ისეთი საგარეო პოლიტიკა უნდა შევქმნათ, რომელიც უფრო მოქნილი იქნებოდა, ორიენტირებული საპარტნიორო ურთიერთობებზე როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთანაც. ეს საკმაოდ რთულია“,- თქვა ექსპერტმა.

კვირიკაშვილი და სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: საქართველოს ნატოში შესვლა მესამე მხარეზე დამოკიდებული არ არის

არეშიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სულ უფრო მეტ ადამიანს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურთ.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმათი რიცხვი გაიზარდა, ვინც რუსეთთან რაიმე ალიანსზე ოცნებობს“,- განმარტა ექსპერტმა.

მან საქართველოს უბლოკო სტატუსისის ინიციატივას საინტერესო უწოდა, რაც რომელიმე სამხედრო ორგანიზაციაში შესვლაზე ქვეყნის უარს გულისხმობს.

„თუმცა ჩვენ იმის მაგალითები გვაქვს, რომ ქვეყანამ უბლოკო სტატუსის შესახებ განაცხადა და ახლა ომის ცეცხლშია გახვეული. იგივე სირია, რომელსაც უბლოკო სტატუსი აქვს. ასე რომ ეს ბლეფია — რამდენიც გინდა აცხადე უბლოკო სტატუსი, ნეიტრალიტეტიც კი, მაგრამ თუ შენ გადაწყვეტილებას მაზობლები მხარს არ უჭერენ — ამას არანაირი აზრი არ აქვს“, — დარწმუნებულია არეშიძე.

სერგეი ლავროვი და ანდერს ფოგ რასმუსენი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: ნატო და რუსეთი პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე არ წავლენ

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ  საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. 

2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე დამტკიცდა, რომ საქართველო ალიანსის სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით  მომავალში ნატოს წევრი გახდება. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებათა პაკეტი, ნატოს უელსის სამიტზე, 2014 წლის 4–5 სექტემბერს დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0