ერდოღანი: თურქეთი აშშ-თან ერთად რაკას ბოევიკებისგან გათავისუფლებისთვის მზადაა

© AP Photo / Kayhan Ozerრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის სიტყვებით, თურქეთი ყველას აჩვენებს, რომ უფლება არ აქვს ნაბიჯი უკან გაადდგას.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თურქეთმა აშშ-ს ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, სირიის ქალაქ რაკას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მოევიკებისგან გათავისუფლება შესთავაზა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

„ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ცენტრი — რაკაა.  ობამამ მითხრა, რომ რაკასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად სურს რაღაცის გაკეთება. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება. შევთავაზეთ, რომ ჩვენი სამხედროები შეიკრიბებიან და განიხილავენ საკითხს, თუ როგორ გაკეთდეს ეს“, — ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“  ერდოღანის სიტყვებს გაზეთ Hurriyet-ზე დაყრდნობით. 

აღნიშნული კომენტარი თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თვითმფრინავში გააკეთა, როდესაც დიდი ოცეულის (G20) სამიტიდან ბრუნდებოდა. ერდოღანმა დასძინა, რომ  „თურქეთმა უნდა აჩვენოს, რომ რეგიონში არსებობს“ და უფლება არ აქვს „ნაბიჯი უკან გადადგას“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0