აჭარაში ინვესტიციების მოცულობა წლის პირველ ნახევარში 26%-ით გაიზარდა

© https://www.facebook.com/AdjaraGovGe?fref=tsბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონის საინვესტიციო პორტფელის მთლიანი მოცულობა 1 845,1 მლნ აშშ დოლარია. კერძოდ იმ პროექტების საინვესტიციო ღირებულება, რომლებიც 2015-2020 წლებში განხორციელდება, 1 342,4 მლნ აშშ დოლარია.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ინვესტიციების მოცულობა, რაც აჭარაში კერძო სექტორში განხორციელდა, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა და 208,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინვესტიციებმა რეკორდი მოხსნა

საერთო მოცულობიდან 154,2 მლნ დოლარი უცხოური, ხოლო 53,9 მლნ დოლარი ადგილობრივი კერძო ინვესტიციაა.

ინვესტიციების საერთო მოცულობის 49,5% ენერგეტიკაზე მოდის, ტურიზმზე – 30,1%, მშენებლობის სფეროზე — 18,4%, ხოლო სხვა დარგებზე – 2%.

2015 წელს კერძო ინვესტიციების მოცულობამ 366 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 141%-ით მეტია 2012 წლის მონაცემთან შედარებით, 88%-ით მეტია 2013 წელთან და 33%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით. უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 278,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 372%-ით მეტია 2012 წლის მონაცემთან შედარებით, 306%-ით მეტია 2013 წელთან და დაახლოებით 53%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით, განაცხადა აჭარის ფინანსთა მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0