მაშველებმა ათი წლის ჯორჯა გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 15 საათი გაატარა

© photo: Sputnik / Emiliano Grillottiიტალია მიწისძვრის შემდეგ
იტალია მიწისძვრის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველთა თქმით, მაშველებმა ნანგრევებიდან სუსტი ძახილი გაიგონეს და რამდენიმე საათის განმავლობაში შიშველი ხელებით შლიდნენ ხერგილებს.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. იტალიის ეროვნული სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა დასახლება პესკარა-დელ-ტრონტოში, ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში ათი წლის გოგონა ჯორჯა იპოვეს, რომელმაც იქ 15 საათი გაატარა.

თვითმხილველთა თქმით, მაშველებმა ნანგრევებიდან სუსტი ძახილი გაიგონეს და რამდენიმე საათის განმავლობაში შიშველი ხელებით შლიდნენ ხერგილებს, რათა უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანი ეხსნათ.

როცა იქიდან პატარა გოგონა ამოიყვანეს, ბევრისმნახველმა მაშველებმაც კი ვერ შეიკავეს ცრემლები.

„სიხარულმა პირთამდე აგვავსო. ეს შეგრძნება სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ეს მართლაც შესანიშნავი იყო“, — უთხრა ჟურნალისტებს სახანძრო რაზმის უფროსმა ანჯელო მორინიმ.

პესკარა-დელ-ტრონტო, სადაც სულ 150 ადამიანი ცხოვრობდა, მიწისძვრამ პრაქტიკულად სრულად გაანადგურა.

„ახლა იქ ნანგრევების მეტი არაფერია. ეს საშინელი სანახაობაა, დაბომბვის შემდგომ სურათს ჰგავს“, — განაცხადა დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ლაურა ბოლდრინიმ.

 

ყველა ახალი ამბავი
0