ურეკში „მუსიკოსთა პარკი“ გაიხსნა

© photo: Sputnik / Denis Aslanovმუსიკოსთა პარკი
მუსიკოსთა პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ურეკში, ევკალიპტების პარკში მსოფლიო და ქართული მუსიკის ვარსკვლავების ქანდაკებებმა დაიდეს ბინა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქართული და მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავების ქანდაკებები ამშვენებს „მუსიკოსთა პარკს“, რომელიც ურეკში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს გვერდით გაიხსნა. 

ეს პარკი ფონდ „ქართუს“ მორიგი საჩუქარია სახელმწიფოსთვის. კერძოდ, პარკი ოფიციალურად გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.

© Sputnik / Denis Aslanovმაიკლ ჯექსონი
მაიკლ ჯექსონი - Sputnik საქართველო
მაიკლ ჯექსონი

როგორც ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს უთხრეს, თავდაპირველად იყო იდეა საკონცერტო დარბაზის გვერდით დასასვენებელი და სასეირნო ადგილი მოეწყოთ. მოგვიანებით კი გაჩნდა იდეა „მუსიკოსთა პარკის“ შექმნის შესახებ. 

© © SPUTNIK/ DENIS ASLANOVსერ ელტონ ჯონი
სერ ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
სერ ელტონ ჯონი
„ეს ულამაზესი ადგილია, ირგვლივ რამდენიმე ჰექტარია უნიკალური ჯიშის ევკალიპტებით დაფარული. ამ ადგილზე ჩვენ ძალიან საინტერესო და უნიკალური პარკი გავაკეთეთ. ამჟამად აქ 24 ქანდაკებაა და მათი რიცხვი წლის ბოლომდე 36-მდე გაიზრდება“, — თქვა პარკის გახსნის ცერემონიაზე ფონდ „ქართუს“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. 

„ეს არის მსოფლიოში უნიკალური პრეცედენტი, სადაც დაიდგა არა მარტო ცნობილი მუსიკოსების ქანდაკებები, არამედ სპეციალური მოწყობილობების დახმარებით მოხდა მათი კომპოზიციების ჩაწერა. დამთვალიერებელს მიეცა საშუალება არა მხოლოდ დაისვენოს ამ სასიამოვნო ხეების ჩრდილში, არამედ მოისმინოს აღნიშნული მუსიკოსების ცნობილი მელოდიები“, — თქვა ჩხეტიანმა. 

© © SPUTNIK/ DENIS ASLANOVედიტ პიაფი
ედიტ პიაფი - Sputnik საქართველო
ედიტ პიაფი

ამჟამად „მუსიკოსთა პარკში“ უკვე დადგმულია ბი–ბი კინგის, რეი ჩარლზის, ელვის პრესლის, ფრენკ სინატრას, მაიკლ ჯექსონის, უიტნი ჰიუსტონის, ელტონ ჯონის, ედიტ პიაფის, ლუჩანო პავაროტის, ლუი არმსტრონგის, სტივ უანდერის, ბარი უაიტის ქანდაკებები. 

© © SPUTNIK/ DENIS ASLANOVლუჩანო პავაროტი
ლუჩანო პავაროტი - Sputnik საქართველო
ლუჩანო პავაროტი

ქართველ მუსიკოსთაგან პარკს ამშვენებს ზაქარია ფალიაშვილის, ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, ფილიმონ ქორიძის, ვანო მჭედლიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ევგენი მიქელაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, დიმიტრი აფაქიშვილის, ვიქტორ დოლიძის, ვანო სარაჯიშვილის სკულპტურები. 

© © SPUTNIK/ DENIS ASLANOVსტივ უანდერი
სტივ უანდერი - Sputnik საქართველო
სტივ უანდერი

როგორც იდეის ავტორებმა აღნიშნეს, წლის ბოლომდე „მუსიკოსთა პარკში“ გამოჩნდება ჯორჯ ბალანჩინის, ჰამლეტ გონაშვილის, ჯეიმს ბრაუნის, ბობ მარლის, მაილს დევისის, „ბითლზის“, „თუფაქის“, მოცარტის, ბეთჰოვენის, ბახის ქანდაკებები. ასევე პარკში დაიდებენ ბინას ნინო და ილიკო სუხიშვილის, სანდრო კავსაძის, ძუკუ ლოლუას და სამუელ ჩავლეიშვილის სკულპტურები. 

„მუსიკოსთა პარკის“ გახსნას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, რომლის თქმითაც, პარკს უნიკალური კონცეფცია აქვს. ხოლო მისი გაჩენის ფაქტი სტიმული უნდა გახდეს რეგიონში ტურიზმის გაზრდისა და განვითარებისთვის. 

ყველა ახალი ამბავი
0