თბილისში 12 აგვისტოს ველოტური გაიმართება

გამოწერა
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 12 აგვისტოს ველოტურს გამართავს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბერს მხარი დაუჭირა ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრების მსოფლიო კონფერენციის რეკომენდაციას 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოცხადების შესახებ.

„ველოტური, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდებში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, სტარტს აიღებს 09:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირის #21-თან, „მზიურის“ შესასვლელთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, გულიას #6-ში დასრულდება“, —  იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0