კობა ნარჩემაშვილი: „მაჟორიტარობაზე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი“

© თ. ჩოჩუაკობა ნარჩემაშვილი
კობა ნარჩემაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება. Sputnik წარმოგიდგენთ ინტერვიუთა ციკლს დეპუტატობის მანდატების პრეტენდენტებთან. დღეს ჩვენი სტუმარია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი.

"ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდი  იყო. მთავრობის კანცელარიას პოლიციის კორდონი იცავდა. ინგოროყვაზე,  გასტრონომში  პატარა მაგიდები იდგა და კატლეტს პიურესთან ერთად ყიდდნენ. იქ ძირითადად პოლიციელები და ჟურნალისტები  შევდიოდით. ერთხელ, გვერდით მაგიდასთან, ერთ-ერთმა პოლიციელმა  ბრაუნინგი ამოიღო და კოლეგებს აჩვენა. უცებ წამოუხტა მისივე  ჩინის ოფიცერი და უყვირა: — ხომ იცი მინისტრის ბრძანება, ტაბელურიც რომ არ უნდა  გვქონდესო.  სახლში გაუშვა იარაღის დასატოვებლად. ეს მოგონება ჟურნალისტ გია გაბრიჭიძეს ეკუთვნის, რომელმაც ის სოციალურ ქსელში ყოფილი შს მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ქუთაისის N49 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  წარდგენის  შემდეგ გამოქვეყნა. „Sputnik “ დაინტერესდა რას პირდება სოციალ-დემოკრატი კობა ნარჩემაშვილი ამომრჩეველს და როგორ  გეგმავს მათი პრობლემების მოგვარებას.

-ბატონო კობა, ოპონენტების მთავარი პრეტენზია  თქვენს მიმართ 2001-2003 წლებში პრეზიდენტ შევარდნაძის შს მინისტრობაა, როგორ ფიქრობთ არის ეს საკმარისი არგუმენტი თქვენს წინააღმდეგ? 

რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, ეს მხოლოდ ფაქტია. თანაც რაღაც არ მახსოვს ედუარდ შევარდნაძის დროს ჩემი მინისტრობის გამო ვინმეს პრობლემა შექმნოდეს. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა,  თუ რა გაკეთდა იმ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი  სისტემა ჯერ კიდევ საბჭოურ იერ-სახეს ინარჩუნებდა და მთელი რიგი პრობლემებიც არსებობდა, მრავალი მიმართულებით მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა,  თუნდაც იმავე  დანაშაულის სტატისტიკის მოსაწესრიგებლად. ასევე მიდიოდა მსჯელობა ახალ ინიციატივებზეც, რომელთაგანაც ნაწილი განხორციელდა, მაგრამ უმეტესობა ჩემი მინისტრობისას ვერ მოესწრო. მაგალითად, პატრულის პროექტი მე ჩამოვიტანე დიდი ბრიტანეთიდან. გამოვყოფდი ასევე  პანკისის ხეობაში 2002 წლის შემოდგომაზე  განხორციელებულ ანტიკრიმინალური ოპერაციასაც, რომელიც წარმატებულად შეფასდა და რომელსაც  მაშინ  პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობდი. ალბათ ისიც აღსანიშნავია, რომ 2003 წლის ნოემბერში, როდესაც ქვეყანაში იყო შექმნილი ძალიან რთული  ვითარება და არსებობდა მოვლენების  მძიმე სცენარით განვითარების საფრთხე,  სამინისტროს  მაშინდელი ხელმძღვანელობა ყველანაირად შევეცადეთ,  რო მ პროცესები მაქსიმალურად მშვიდობიანად დასრულებულიყო. არც ერთ პოლიციელს არ ჰქონდა იარაღი ჩემი ბრძანებით. ჩემს საქმიანობას თუ გადავხედავთ, ვერ ვიტყვი რომ პოლიტიკურად გავლენიანი მინისტრი ვიყავი. ეს იყო  წმინდა პროფესიული საქმიანობა, რომელსაც ცუდად არ ვართმევდი თავს.  ზოგადად მიმაჩნია, რომ  შს მინისტრობა პოლიტიკური თანამდებობა  არ უნდა იყოს. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად

-აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ ხედავთ თავს მომავალში? 

მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ჩემთვის უკვე  განვლილი ეტაპია. დღეს ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თუნდაც იმავე პოლიტიკაში ახალი ხედვების შემუშავებაა. 

-ამიტომ  გადაწყვიტეთ პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩართულიყავით?

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა  ეს ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა. 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი  აზრი   ყოველთვის გამაჩნდა და გამოვხატავდი კიდეც მასმედიის საშუალებით. რა თქმა უნდა ის  კრიტიკული იყო იმავე 2007 წლის 7 ნოემბერისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გამო, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები სასტიკად დაარბია. თუმცა პოლიტიკაში დასაბრუნებლად ჩემთვის მნიშვნელოვანი მაინც იდეოლოგიური ფაქტორი იყო. ამიტომ 2010 წელს გია ჟორჟოლიანთან ერთად  დავაფუძნე პოლიტიკური პარტია «სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“, 2012 წელს კი როცა აღმოვაჩინეთ, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა აღებული  მემარცხენე სოციალური მიმართულებების ვექტორი,  ეს გარკვეულწილად ჩვენი ურთიერთ-თანამშრომლობის საფუძველი გახდა.  2013 წელს  პარტიებს შორის თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  ფარგლებშიც  დღემდე  ვმოქმედებთ. 

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უკვე ოცმა პარტიამ გაიარა

- როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რამდენად კარგად იცნობთ ამომრჩევლების პრობლემებს? 

ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ქუთაისთან კავშირი არ გამიწყვეტია.  იქ დავიბადე,  გავიზარდე, იქ  ცხოვრობენ ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები, ნათესავები, ამიტომ კარგად ვიცნობ ქუთაისელთა პრობლემებს და ისინი ძირითადად დასაქმებას უკავშირდება. 

-პარლამენტში არჩევის შემთხვევაში  მათ მოგვარებას როგორ აპირებთ?

— მიმაჩნია, რომ საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი — ქუთაისი არა მხოლოდ კულტურული ცენტრი და საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა იყოს, არამედ იქ მრეწველობაც უნდა ვითარდებოდეს. მით უმეტეს  რომ ქუთაისს ამ ინდუსტრიის გემო ჯერ კიდევ ახსოვს. ეს ახალ სამუშაო ადგილებსაც გააჩენს და სოციალური პრობლემების მოგვარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ამისათვის  ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაა  საჭირო. რასაკვირველია ქუთაისის სამრეწველო ქალაქად ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ იმედი მაქვს რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი იქნება ის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ამას  საფუძველს ჩაუყრის.

-მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობას როგორ შეაფასებდით? 

საარჩევნო კანონმდებლობა  პრინციპში ოპტიმალურია.  წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით  საარჩევნო ოლქების განაწილებაც, რაც  ხმების წონის გათანაბრებას უზრუნველყოფს. თუმცა რჩება გარკვეული დეტალები,  რაც დახვეწას საჭიროებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0