ქართველი მომღერალი კონკურსის „ვიტებსკ 2016“-ის პრიზიორი გახდა

© FB/ Андриа Гвелесиани ანდრია გველესიანი
ანდრია გველესიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანდრია გველესიანმა საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსში „ვიტებსკ-2016“, რომელიც ხელოვნების ფესტივალ „სლავიანსკი ბაზარ ვ ვიტებსკეს“ ფარგლებში გაიმართა, მესამე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ქართველი მომღერალი, მსახიობი და შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ფინალისტი ანდრია გველესიანი საესტრადო სიმღერების შემსრულებლების 25-ე საერთაშორისო კონკურსის „ვიტებსკ-2016“ პრიზიორი გახდა.

კონკურსი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „სლავიანსკი ბაზარ ვ ვიტებსკე“ ფარგლებში 14-18 ივლისს გაიმართა.

ანდრია გველესიანი - Sputnik საქართველო
ბელარუსში კონკურსზე „ვიტებსკ-2016“ საქართველოს ანდრია გველესიანი წარადგენს

კონკურსის გამარჯვებული, გრან-პრის მფლობელი ბელარუსელი ალექსეი გროსი გახდა. ყაზახელმა ადამმა, რომელმაც სულ ორი ქულით ნაკლები მოაგროვა, კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი გაინაწილეს ელეონორა ვეკიომ (იტალია0 და ანა ოდობესკუმ (მოლდოვა), მესამე კი  — ანდრია გველესიანმა და ანა ტიმოფეიმ (ისრაელი.)

ანდრია გველესიანმა ტელეკომპანია „მირისგან“ ასევე სპეციალური პრიზი მიიღო.

კატეგორიაში „Славянский хит“ გველესიანმა სვიატოსლავ ვაკარჩუკის სიმღერა „Не сдамся без бою“ შეასრულა, „Фестивальный хит“-ში — ირლანდიურ-ნორვეგიული ბენდის Secret Garden-ის კომპოზიცია „You Raise Me Up“. კატეგორიაში „Национальный хит“ ანდრიამ ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა.

ერთ-ერთი გამოსვლისას ანდრიას წამყვანმა ქართულად სადღეგრძელოს ტქმა სთხოვა. ამაზე გველესიანმა უპასუხა, რომ ამას მხოლოდ ხელში ღვინით სავსე ჭიქით გააკეთებდა. სადღეგრძელოში გველესიანმა, პირველ რიგში, თავის ახლობლებს მიმართა და უთხრა, რომ მათ იმედებს გაამართლებდა, შემდეგ კი დარბაზს მიმართა:

„ძალიან მიყვარხართ და ვაფასებ ამ ადგილს. თქვენგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ და მინდა, ჩემგანაც ანალოგიური მიიღოთ. შესაბამისად, გაგიმარჯოთ, გაგვიმარჯოს ყველას ერთად! გაუმარჯოს ყველა მონაწილეს, ვინც აქ ჩემთან ერთადაა და კულისებშია! გაუმარჯოს ყველა ქვეყანას, რომლებიც ამ სცენაზე გამოდიან! იმიტომ, რომ ჩვენ ყველას სიყვარული შეგვიძლია! ასე რომ, ჩვენი და იმ სიყვარულის სადღეგრძელო იყოს, რომელიც გვაერთიანებს!“, — განაცხადდა გველესიანმა და წამყვანთან დენის გუდინსკისთან ერთად „ვახტანგურად“ დალია.

გველესიანთან ერთად სცენაზე იმღერეს რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, კუბის, მაკედონიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩერნოგორიის, სერბეთის, ბულგარეთის, არგენტინის, იტალიის, ყაზახეთისა და ისრაელის წარმომადგენლებმა.

ყველა ახალი ამბავი
0