თბილისის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარების ავტომანქანა
სასწრაფო დახმარების ავტომანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“.

წინასწარი ინფორამაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

აფეთქებისას 25 წლის გოგონა დაშავდა. ის უკე გადაყვანილია დამწვრობის ცენტრში.

ამჟამად ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. ისინი აფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენას ცდილობენ.

ყველა ახალი ამბავი
0