ქართველ ბავშვებს სტამბოლში დახმარებას აღმოუჩენენ

© facebook.com/mfageorgiaმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეკვის ანსამბლი „ქართული გენი“ ბულგარეთიდან ავტობუსით ბრუნდებოდა საქართველოში, როდესაც თურქეთში დაწყებული ამბოხის გამო, სტამბოლის სიახლოვეს გაჩერებამ მოუწიათ.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ანსამბლ „ქართული გენის“ პატარა მოცეკვავეებს, რომლებიც ამბოხის გამო თურქეთში ჩარჩნენ, სტამბოლში დახმარებას გაუწევენ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

სტამბოლის ხედი - Sputnik საქართველო
ქართველი ბავშვები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან

„სამწუხაროა, რომ გუშინ განვითარებული მოვლენების გამო ბავშვების ჯგუფმა, რომლებიც თურქეთის გავლით საქართველოში მოდიოდა, ვერ შეძლეს წუხელ სტამბოლის გავლა“, — უთხრა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება თურქეთში მოვლენების განვითარებას და ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად.

შეგახსენებთ: 15 ივლისის გვიან ღამით, თურქეთის ხელმძღვანელობამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების თაობაზე განაცხადა. პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მომხდარს სამხედროთა მცირე ჯგუფის ამბოხის მცდელობა უწოდა და ქვეყნის მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გადატრიალება ტერაქტად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მუშაობას განაგრძობდა.

16 ივლისის დილით თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩავარდა.

ბინალი ილდირიმის თქმით, ამ დროისათვის დაკავებულია 2839 კაცი და დაპატიმრებები გრძელდება. ყველა სამხედრო ჩამოერთვა წოდება.

დაახლოებით ორასამდე უიარაღო სამხედრო ანკარის სამხედრო შტაბებიდან გამოვიდა და  პოლიციას ჩაბარდა.

გადატრიალების მცდელობის შედაგად დაიღუპა 160 ადამიანი, ხოლო 1440 დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0