ბინალი ილდირიმი: თურქეთში 2839 პირია დაპატიმრებული

© REUTERS / UMIT BEKTASბინალი ილდირიმი
ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავებები ამ დრომდე გრძელდება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე და პატიმრებულია სამხედრო გადატრიალებაში ბრალდებული 2839 ადამიანი.

„ამ დროსათვის დაპატიმრებულია 2839 მეამბოხე, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ… ჩვენი ორგანოები განაგრძობენ იმ პირთა დაკავებებ, რომლებიც გადატრიალებაში არიან ეჭვმიტანილები“, — განაცხადა ილდირიმმა.

რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა უკვე განაცხადა, რომ პუტჩის მცდელობა ჩავარდა და სრულად იქნება ჩახშობილი. მომხდარი მან სამხედროების მცირე ჯგუფის მიერ ამბოხის მოწყობის მცდელობად შეაფასა.

ამის პარალელურად, პრემიერმა ილდირიმმა გადატრიალების მცდელობას ტერაქტი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მთავრობა მუშაობას განაგრძობს.

ამ დროსათვის თურქეთში ძალაუფლება სამხედროების ხელშია გადასული. ქვეყანას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მართავს, ხოლო მთავრობა საქმიანობას ჩამოშორებულია. 

როგორც სამხედროები აცხადებენ, ხელისუფლება მათ ქვეყანაში  კონსტიტუციური წესრიგის დამყარების მიზნით გადაიბარეს.

ყველა ახალი ამბავი
0