ფრანსუა ოლანდმა ნიცის მოვლენების გამო ჩეხეთში ვიზიტი გადადო

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამის მიზეზი ნიცაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენაა, იუწყება ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა 20 ივლისისთვის დაგეგმილი ვიზიტი ჩეხეთში, გადადო. ამის მიზეზი ნიცაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენაა, იუწყება ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ირჟი ოვჩაჩეკი  საკუთარ გვერდზე „ტვიტერში“.

„საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ვიზიტი პრაღაში 20.07-ში ნიცაში მომხდარი ტერქტის გამო, აღარ შედგება, გვაუწყა საფრანგეთის საელჩომ“, — ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა პრესმდივანმა.

შეგახსენებთ: ხუთშაბათ საღამოს, ტუნისური წარმოშობის 31 წლის ფრანგმა, ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავი ფოიერვერკების სანახავად ინგლისურ სანაპიროზე შეკრებილ ხალხში ჯიქურ გაიარა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. ტერორისტის ქმედებას 84 ადამიანი ემსხვერპლა.

ყველა ახალი ამბავი
0