მანჩო გიორგობიანის 22 წლის ვაჟი ნიუ–იორკის აეროპორტში გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik/Levan Avlabreliმანჩო გიორგობიანის ვაჟი გარდაიცვალა
მანჩო გიორგობიანის ვაჟი გარდაიცვალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით სანდრო ქოიავა აეროპორტის საპირფარეშოში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მანჩო გიორგობიანს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, ნიკა მელიასთან დაპირისპირების შემდეგ გაიცნო, შვილი გარდაეცვალა, სანდრო ქოიავა 22 წლისა იყო, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ინტერნეტგვერდი.

როგორც საიტი წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკვე დაწყებულია შესაბამის პროცედურებზე მუშაობა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა ქ. ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, სანდრო ქოიავას აშშ-ში გარდაცვალების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე.

გარდაცვლილის ცხედარს სამშობლოში  უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0