კერი: აშშ მიესალმება სირიაში დროებითი ზავის გამოცხადებას

გამოწერა
კერიმ აღნიშნა, რომ აშშ ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ დისკუსიებით მიღწეულ იქნას ცეცხლის საბოლოო შეწყვეტა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმებიან რამადანის დასრულების აღსანიშნავად,  72 საათით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სირიის არმიის დეკლარაციას, თბილისში ვიზიტისას განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. 

ოთხშაბათს სირიის არმიის სარდლობამ  სირიის მთელ ტერიტორიაზე 72 საათით-8 ივლისის ღამის 12 საათამდე — „სიჩუმის რეჟიმის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა.

„ჩვენ მთელი გულით მივესალმებით რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით 72 საათით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სირიის არმიის დეკლარაციას და ვიმედოვნებთ, რომ ამ მოთხოვნას თითოეული მხარე პატივს  სცემს“,-განაცხადა კერიმ.

მან აღნიშნა, რომ სულ არაფერს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ჯობია.

„საკმარისია 72 საათი? ამ კითხვაზე პასუხი არ არის მარტივი: სულ არაფერს 72 საათი ჯობია, და ამიტომ ამ კითხვაზე შეიძლება დადებითი პასუხის გაცემა. მაგრამ ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისათვის, რომ ეს დისკუსიები გადავიყვანოთ ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივ, რეალურ, შესრულებად საანგარიშგებო პროცესში, რომელიც არსებულ დინამიკას შეცვლის და ჟენევაში შესაბამის დონეზე მალაპარაკებების ჩატარების საშუალებას მოგვცემს, რათა მიღებულ იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ამან სამხედრო მოქმედებები ჩაანაცვლოს“,- დასასრულს აღნიშნა კერიმ.

ყველა ახალი ამბავი
0