ჯონდი ბაღათურია: ჯონ ქერის ვიზიტი - ეს არის უფროსი ძმის ჩამოსვლა უმცროს ძმასთან

ჯონდი ბაღათურია მოსკოვში მიემგზავრება
გამოწერა
ქერის ვიზიტი საქართველოში არის უფროსი ძმის ჩამოსვლა უმცროს ძმასთან - ასე აფასებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში. ბაღათურიას შეფასებით, ამერიკელი მაღალჩინოსანი, ისევე როგორც სხვა დასავლელ ლიდერებთა უმრავლესობა, საქართველოს პლაცდარმად გამოყენებას ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ.

ჯონდი ბაღათურია: ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოში არის უფროსი ძმის ჩამოსვლა უმცროს ძმასთან. ამაზე მეტყველებს ვიზიტის ფორმატიც და ყველა სხვა ელემენტებიც. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება რეკომენდაციების, მითითებების გაცემა, როგორ უნდა იყო საქართველო გამოყენებული პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ. ამ რეკომენდაციებში ყოველთვის იგნორირებულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და საქართველოსთვის აქტუალური საკითხები.

ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ და აშშ-მ ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე
 

-ამ ვიზიტს დადებით კონტექსტში არ განიხილავთ?

— თავისთავად დადებითი მომენტია, როცა ამხელა სახელმწიფოს მეორე პირი სტუმრობს ქვეყანას. დადებით მხარეებზე ბევრს ისაუბრებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ნახევარზე მეტი ტყუილი იქნება. ამ ტყუილს იტყვის „ქართული ოცნებაც“, „ნაციონალური მოძრაობაც“ და ე.წ. პროდასავლური პარტიებიც- ერთი და იგივეს იტყვიან ყველა. მე კი ვსაუბრობ იმას, რასაზეც ისინი არ ისაუბრებენ… დააკვირდით ტელეეკრანებს, ამ ვიზიტზე  „ქართული ოცნებაც“, „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთ სიმღერას მღერიან სხვადასხვა ტონალობაში, მაგრამ ერთი და იგივე შინაარსით… უცხოეული სტუმრები კი ამ დროს ახალ მითითებებს დაგვიტოვებენ, არამარტო საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ, არამედ საშინაო პოლიტიკური კურსის შესახებ, როგორ უნდა მუშაობდეს საერთო სასამართლო და ა.შ. მთავარი მაინც არის საქართველოს ტერიტორიების გამოყენება რუსეთზე შეტევისთვის. 

-აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობის წინააღმდეგი ხართ?

— ჩვენ არ ვამბობთ უარს არც აშშ-სთან, არც ევროკავშირთან ურთიერთობაზე, მაგრამ ეს ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს. საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა რომ იყო, მაშინ უფრო მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდა საშინაო საქმეებში, ვიდრე დღეს აქვს. უცხოელი ჩინოვნიკების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მუდმივია; ამ მხრივ ბატონმა ქერიმ რეკორდი მოხსნა. მას არასოდეს ეზარება მითითება მისცეს ხელისუფლებას, ვინ და რომელი პატიმარი გამოუშვან და რომელი არა; განსაკუთრებით ერევა იგი სამართლებრივ დავაში, რომელიც სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის მიმდინარეობს. ან თუნდაც, რა უცხოური საელჩოს ფუნქციაა ქვეყნის კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელიც ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების მაჩვენებელია. მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონი, იუვენალური იუსტიციის შესახებ კანონი. ამ დონემდე ჩარევა ქვეყნის საქმეებში იწვევს პროტესტს.

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ნატო საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებს

- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. ნინო ბურჯანაძესა და ჯონ კერის შორის შეხვედრა რატომ არ შედგა?

— დააკვირდით შეერთებული შტატების ჩინოვნიკების ორმაგ სტანდარტებს. ქერი ხელისუფლებასთან ვიზიტის შემდეგ ხვდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და კიდევ ერთ პარტიას. ის არ ხვდება განსხვავებული მოსაზრებების მქონე პარტიებს. ის პარტიები, რომლებსაც ქერი ხვდება, გამოირჩევიან დაბალი რეიტინგით და მაღალი აგრესიით საზოგადოებაში. ჩვენ კი მეტი ნდობა გაგვაჩნია საზოგადოებაში, მაგრამ ვინაიდან განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს პროდასავლურ კურსთან, ამიტომ ჩვენთან შეხვედრა მან არ ისურვა. თუ თვალში ვეპატარავებოდით, მთავარ ოპოზიციურ ლიდერს — ნინო ბურჯანაძეს მაინც შეხვედროდა. მაგრამ, ვინაიდან ჩვენ გვაქვს NATO-სთან დაკავშირებით განსახვავებული დამოკიდებულება, დემონსტრაციულად უარი განაცხადა შეხვედრაზე. მიმაჩნია, რომ ეს არაა კორექტული ქმედება და არც დიპლომატიური ნაბიჯი… რა თქმა უნდა პატივისცემას გამოვხატავ სტუმრის მიმართ; უბრალოდ, ჩვენი სურვილია, ქართველი საზოგადოების  მიმართაც, განსხვავებული პოზიციის მქონე ოპოზიციის მიმართაც სტუმრები კორექტულად იყვნენ განწყობილნი. 

112 - Sputnik საქართველო
სულხან მოლაშვილი თბილისში ჩამოასვენეს

-თქვენ გუშინ ბრძანდებოდით სულხან მოლაშვილის დაკრძალვაზე, სადაც პეტიციას ეწერებოდა ხელი, კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის წამებაში მონაწილე პირების დასჯასთან დაკავშირებით. თუ შეუერთდით ამ პეტიციას? და რას იტყვით იმ პოლიტიკოსებზე, მაგალითად, პაატა ბურჭულაძეზე, რომელმაც პეტიციას ხელი არ მოაწერა?

— დიახ, მე შევუერთდი პეტიციას და ხელი მოვაწერე. ჩემთვის ცნობილი არაა, ვინ მოაწერა, ან ვინ არ მოაწერა ხელი. თუ ვინმემ ხელი არ მოაწერა, ეს გამართლებული არაა. მიმაჩნია, რომ სულხან მოლაშვილი არის სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპოლი. იგი სასტიკად აწამეს და მის წამებაში მონაწილოებას იღებდნენ არა მარტო რიგითი ჯალათები, არამედ უმაღლესი თანამდებობის პირები. ამის შესახებ პროკურატურას მტკიცებულებები აქვს. მას ასევე აქვს „ოქროს მოწმის“, ანუ მთავარი მოწმის — სულხან მოლაშვილის ჩვენება. ადამიანის წამება ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, ასეთი დანაშაული შემსუბუქებას არ ექვემდებარება. დღეს ბევრი დამნაშავე კვლავაც ეკრანზეა გამოფენილი და გონორით ელაპარაკება საზოგადოებას. ეს ხელისუფლების უპასუხისმგებლობის მაჩვენებელია. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, თუ მან ხელი არ მოაწერა პეტიციას, მიმაჩნია, რომ ეს გამართლებული არაა და ავხსენი რატომაც.

თენგიზ ჩოჩუა

 

ყველა ახალი ამბავი
0