საქართველოდან ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს

© photo: Sputnikქართული ღვინოები რუსულ მაღაზიებში
ქართული ღვინოები რუსულ მაღაზიებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორებიცაა რუსეთი და უკრაინა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი — 148% (1 884 665),  უკრაინა — 82% (2 286 977), რუსეთი —  56% (10 198 085), ბელარუსი — 96% (462 547), ლიტვა — 31% (260 064), პოლონეთი — 34% (1 070 454), ესტონეთი — 64% (331 884), ყირგიზეთი — 89% (149 666),  გერმანია — 55% (166 636), კანადა — 16% (96 300), დიდი ბრიტანეთი — 43% (58  366) და სხვა.    

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი — 10 198 085 ბოთლი; უკრაინა —2 286 977 ბოთლი; ჩინეთი — 1 884 665 ბოთლი; ყაზახეთი- 1 764 286 ბოთლი; პოლონეთი —1 070 454 ბოთლი.

ქართული ღვინოები რუსეთში - Sputnik საქართველო
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 42%-ით გაიზარდა

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 2 626 364 ბოთლი, „მუკუზანი“ – 1 006 732 ბოთლი, „წინანდალი“ – 830 149 ბოთლი, „ახაშენი“ – 426 899 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 132 033 ბოთლი და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 710 997 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 47%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია   8,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების — ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  20%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 78,8  მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 6 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 58,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0