საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი უკვე 50 პარტიაა

© photo: press-service of the CEC of Georgiaცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობისთვის აპრილის დასაწყისიდან 13-მა პარტიამ გაიარა, სამს კი უარი განუცხადეს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი 50-მა პარტიამ წარადგინა, აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ცესკომ რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყო. მას შემდეგ დარეგისტრირებულია 13 პარტია, სამს — უარი განუცხადეს.

პარტიებმა 15 აგვისტომდე ცესკოში უნდა წარადგინონ 25 ათასი ამომრჩევლის სია. თუ პარტიას ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენელი ჰყავს, მან მხოლოდ 1 000 ამომრჩევლის სია უნდა წარადგინოს.

ცესკო ვალდებულია ყველა პარტიის რეგისტრაცია არჩევნებამდე 30 დღით ადრე დაასრულოს და პარტიების საბოლოო სია საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს.

სოსო ცინცაძე - Sputnik საქართველო
პოლიტოლოგმა არჩევნების შედეგები იწინასწარმეტყველა

რეგისტრირებულია:

 „ქართული ოცნება“ (გიორგი კვირიკაშვილი)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (სერგო რატიანი)

„თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია)

„ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი)

„პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი)

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე)

„სახალხო ხელისუფლება“ (ზურაბ კობიაშვილი)

„საქართველო მშვიდობისთვის“ (დავით თევზაძე)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი. ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ (მიხეილ (გელა) სალუაშვილი)

„საქართველოს კომუნისტური პარტია“ (ივანე წიკლაური)

„საქართველო“ (გიორგი ლილუაშვილი)

„სახალხო პარტია“ (ივანე (მამუკა) გიორგაძე)

„ევროპელი დემოკრატები“ (პაატა დავითაია)

რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს:

„მშრომელთა სოციალისტური პარტია“ (თამაზ ჯაფოშვილი)

„საქართველოს გაერთიანებული დემოკრატიული პარტია“ (როინ ლიპარტელიანი)

„დემოკრატიული საქართველო“ (ლამარა გიორგაშვილი)

ყველა ახალი ამბავი
0