გიორგი კვირიკაშვილი დონალდ რამსფელდს შეხვდა

© FB/GIORGI KVIRIKASHVILIგიორგი კვირიკაშვილი და დონალდ რამსფელდი
გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ რამსფელდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
CAMCA-ს რეგიონულ ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 18 июня — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდს შეხვდა. 

კვირიკაშვილისა და რამსფელდის შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, სადაც დღეს კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონული ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. 

„მე აღფრთოვანებული ვარ, რომ თქვენ ხართ აქ, რათა განიხილოთ მნიშვნელოვანი რეგიონალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საკითხები…ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა. ინვესტორები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას“, — ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ რამსფელდს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა  გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამას ძალიან აფასებს.

საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს ევროპაში უსაფრთხო და სტაბილური ზონის გაფართოებას. ჩვენ ვიცით, რომ სტაბილური რეგიონი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა, აღნიშნა საქართველოს პრემიერმა შეხვედრაზე. 

შეხვედრა CAMCA-ს რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებულია რამსფელდის ფონდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია–კავკასიის ინსტიტუტის მიერ. 

ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ. 


ყველა ახალი ამბავი
0