„თუ თვალს ცრემლი არ მოადგა, სულში ცისარტყელას რა გააჩენს?“ — ინდიელთა სიბრძნე

CC0 / across the sea / ადამიანი და ცხოველი — ხელი ხელს
ადამიანი და ცხოველი — ხელი ხელს - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, რამდენიც უნდა ვეცადო, რა ლამაზი და სახალისო კალენდარული საბაბებიც გამოვძებნო, მაინც ვიცით, რომ საოცრად სევდიანი დილაა… სწორედ ისეთი, თვალს ცრემლი რომ ადგება. მაგრამ ადამიანი ძლიერია და ჩვენც, ყველამ ერთად გადავიტანეთ ეს ტკივილი. გადავიტანეთ, არ ნიშნავს – დავივიწყეთ. ადამიანი, სამწუხაროდ და საბედნიეროდ, არაფერს ივიწყებს, უბრალოდ იტანს, ისევ ფეხზე დგება და განაგრძობს თავის გზას ამ უსაშველოდ ლამაზ დედამიწაზე…

© FB/თბილისის ზოოპარკიჩვენი შუმბა
ჩვენი შუმბა  - Sputnik საქართველო
ჩვენი შუმბა

ადამიანები და ცხოველები, მათი უნიკალური ურთიერთობები — ეს ამოუწურავი და ბოლომდე ამოუცნობი თემაა, რომელსაც ცხოვრების დასაბამიდან ეძღვნებოდა ლექსები, პოემები, რომანები, სიმღერები, სერიოზული მუსიკალური ნაწარმოებები, ნახატები და ქანდაკებები, მეცნიერული ნაშრომები და მთელი დარგებიც კი…

ადამიანები ცხოველებზე ნადირობდნენ და ამავდროულად აღმერთებდნენ, ათვინიერებდნენ, ატყვევებდნენ, მაგრამ უკანასკნელ ლუკმასაც უყოფდნენ და თავსაც სწირავდნენ მათთვის — ანადგურენდნენ და მერე „წითელ წიგნში“ შეჰყავდათ და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ.

© FL/ Nathan Laurellტკბილი და თბილი... მგელი
ტკბილი და თბილი... მგელი - Sputnik საქართველო
ტკბილი და თბილი... მგელი

რაც შეეხება ცხოველებს… ამ ურთიერთობებში „თამაშის წესები“ მათი ასარჩევი არ იყო. ისინი, უბრალოდ, ან ეგუებოდნენ მათ, ან ვერა. მაგრამ ფაქტი ერთია: მათ მეგობრობაც იციან, სიყვარულიც, ერთგულებაც და თავგანწირვაც. და ზოგჯერ უფრო წრფელი, უღალატო და უანგაროც კი, ვიდრე ადამიანებმა.

ძალიან მიყვარს მგელი. ასე მგონია, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე წესიერი, კეთილშობილი და სამართლიანი ცხოველი. თავად ის ფაქტი, რომ მგელს ცირკის არენაზე გამოსულს ვერ ნახავ, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მგელი ადამიანთან იმეგობრებს, გადაარჩენს, შეეწირება, მაგრამ ღირსებას არასდროს დაკარგავს. 

არ შემიძლია არ გავიხსენო შესანიშნავი ქართველი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იასონ ბადრიძე, რომელმაც ცხოვრების 30 წელი შესწირა მგლების შესწავლას. ბოლოს ისიც კი შეძლო, რომ მგლებმა ის საკუთარ ექვსწევრიან ოჯახში მიიღეს. იასონმა ოჯახის უფროსებს მანანა და ნიკო შეარქვა, რომლებიც ისე ენდობოდნენ, რომ სანადიროდ დაჰყავდათ, სადაც იასონს საკუთარი ადგილი და ფუნქცია ჰქონდა მიჩენილი.

CC0 / Pixabay /Activedia / 2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი  - Sputnik საქართველო
2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

ერთხელ ნადირობისას იასონს დათვი გამოეკიდა. მგლებს სასწაულად არ უყვართ დათვი და ყველანაირად ცდილობენ მასთან შეხვედრის თავიდან აცილებას. ამჯერადაც გაიქცნენ. მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ ადამიანი ჩამორჩათ, დაბრუნდნენ, დათვს შეებრძოლენ და მეგობარი გადაარჩინეს.  

მე განგებ ავირჩიე ისტორია მგელზე, რადგან ძაღლები, ცხენები, დელფინები კეთილშობილები რომ არიან, ეს ყველამ იცის. მგელი კი, შემორჩენილი სტერეოტიპიდან, ალბათ, პირველ რიგში, ზღაპრებიდან გამომდინარე, ბევრს „ცუდი“ ჰგონია.

რა შორს წავიდეთ, მეც ჩემს შვილიშვილს, სულ პატარა რომ იყო, მგლით ვაშინებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე „უნიჭოდ“, რომ ბოლოს „მგელო“ გადაიქცა „მგელუკად“ და დღეს უკვე ანდრია მის მოსვლას ელოდება და ამის ხათრით ასრულებს ჩვენს თხოვნებს. 

ადამიანები და ცხოველები ოდითგანვე ერთად იყვნენ, გვერდიგვერდ. ერთნაირად უხაროდათ მონატრებული წვიმის მოსვლაც და ერთნაირად იტანჯებოდნენ გვალვებისა და სიცივისგან. ერთად ეწირებოდნენ ომებს, ბუნებრივ კატაკლიზმებსა და, სხვათა შორის, ხშირად გულგრილობასაც და ღალატსაც.

მერე ადამიანებმა აჯობეს — გონებით, და ისწავლეს ცეცხლის დანთება, სახლების აშენება და გათბობა. შესაბამისად, აითვისეს ცხოველების უფრო კარგად მორჯულებისა და ხშირად განადგურების უფრო დახვეწილი ხერხებიც.

© FB/თბილისის ზოოპარკი თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი: ხალებიანი ირმის ნუკრი
თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი: ხალებიანი ირმის ნუკრი  - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი: ხალებიანი ირმის ნუკრი

ცხოველები კი არ შეცვლილან – ცხოვრობენ ინსტიქტებით, ნადირობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შიათ, რიტუალურ საქორწილო ცეკვებს ასრულებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც გულით უნდათ და ადამიანებს ეჩვევენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლომდე ენდობიან.

ორი კვირის წინ, 30 მაისს თბილისის ზოოპარკში, შარშანდელი ტრაგედიის შემდეგ პირველად, შვლის ნუკრი დაიბადა და, ვიცი, როგორ გაუხარდა ყველას ეს ამბავი, რადგან ეს უდავოდ კარგი და ძალიან კეთილი ნიშანია. დაიწყო ახალი ცხოვრება.

თბილისის ზღვასთან უკვე შემოიღობა ტერიტორია, სადაც ახალი ზოოპარკი აშენდება, რადგან სრულიად ცხადია, რომ ზოოპარკის ნორმალური არსებობა ქალაქის ცენტრში შეუძლებელია.

© FL/GunnerVVადამიანის უერთგულესი და მოსიყვარულე მეგობარი
ადამიანის უერთგულესი და მოსიყვარულე მეგობარი - Sputnik საქართველო
1/7
ადამიანის უერთგულესი და მოსიყვარულე მეგობარი
© FL/ GA Photographyპაწაწა ორანგუტანი
პაწაწა ორანგუტანი - Sputnik საქართველო
2/7
პაწაწა ორანგუტანი
© FL/ Kumar's Editპაწაწა მელაკუდები თავს მშვიდად გრძნობენ ადამიანთან
პაწაწა მელაკუდები თავს მშვიდად გრძნობენ ადამიანთან - Sputnik საქართველო
3/7
პაწაწა მელაკუდები თავს მშვიდად გრძნობენ ადამიანთან
© FL/ Tomas Holmstenმგელსაც შეუძლია სიყვარული
მგელსაც შეუძლია სიყვარული - Sputnik საქართველო
4/7
მგელსაც შეუძლია სიყვარული
© FL/ cyrex2011ლომსაც შეუძლია ადამიანთან მეგობრობა
ლომსაც შეუძლია ადამიანთან მეგობრობა - Sputnik საქართველო
5/7
ლომსაც შეუძლია ადამიანთან მეგობრობა
© FL/ Benny Mazurისინი ჩვენგან სიყვარულსა და სითბოს ელიან
ისინი ჩვენგან სიყვარულსა და სითბოს ელიან - Sputnik საქართველო
6/7
ისინი ჩვენგან სიყვარულსა და სითბოს ელიან
© FB/თბილისის ზოოპარკიბეგის დიდი გასეირნება თბილისის ცენტრში
ბეგის დიდი გასეირნება თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
7/7
ბეგის დიდი გასეირნება თბილისის ცენტრში
1/7
ადამიანის უერთგულესი და მოსიყვარულე მეგობარი
2/7
პაწაწა ორანგუტანი
3/7
პაწაწა მელაკუდები თავს მშვიდად გრძნობენ ადამიანთან
4/7
მგელსაც შეუძლია სიყვარული
5/7
ლომსაც შეუძლია ადამიანთან მეგობრობა
6/7
ისინი ჩვენგან სიყვარულსა და სითბოს ელიან
7/7
ბეგის დიდი გასეირნება თბილისის ცენტრში

ძველი ინდიელები, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ბუნებასთან, ამტკიცებდნენ, რომ ნებისმიერი ცხოველი ადამიანზე ჭკვიანია. მე კი მჯერა, რომ ისევ ადამიანი, რომელიც გონიერიცაა და ნიჭიერიც, კეთილშობილიცა და მიმტევებელიც, ნებისმიერ სტიქიაზე გამარჯვებასაც ისწავლის და ფაუნის დიდებულ წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და თანაარსებობის ახალ, უფრო ჰუნამანურ, ორგანულ და ცივილიზებულ მეთოდებსაც გამოიგონებს…

და, ბოლოს, მინდა ჩემი „დილა მშვიდობისა“ ძველი ინდიელების იმ სიბრძნით დავასრულო, რომლითაც დავიწყე, რადგან ვიცი, წვიმას აუცილებლად მოჰყვება ცისარტყელა, თუ გულით გჯერა და ელოდები…
გისურვებთ ბედნიერ და ლამაზ დღეს!!!

ყველა ახალი ამბავი
0