ქართველმა რაგბისტებმა სამოასთან შეხვედრა ფრედ დაასრულეს

გამოწერა
პირველი ამხანაგური თამაში ქართველმა მორაგბეებმა ფრედ დაასრულეს. წყნარი ოკეანის კუნძულებზე საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრებმა სამოას წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ — 19:19 დაასრულა.

მატჩის პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა, მერაბ კვირიკაშვილის ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმის წყალობით,  ანგარიშით 9:6 მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევარში კი მასპინძლები გააქტიურდნენ და თავიდან ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხეს. ქართველმა მორაგბეებმაც ანალოგიური აქტიურობით შეუტიეს მეტოქეს. გიორგი თხილაიშვილმა საკუთარ აქტივში მცდელობა ჩაიწერა, ხოლო კვირიკაშვილმა კი — რეალიზაცია. 

თინუსი - Sputnik საქართველო
ქართველმა მორაგბეებმა სამოაზე 45 კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს

მატჩის დარჩენილ დროში გუნდებმა საჯარიმო დარტყმები გაცვალეს და ტაბლოზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში — 19:19 დააფიქსირეს.

აღნიშნული შეხვედრა გუნდების ისტორიაში მესამეა. პირველად მოწინააღმდეგეებმა 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს და ანგარიშით — 46:9 გაიმარჯვეს. ათი წლის შემდეგ კი მორაგბეები თბილისში შეერკინენ ერთმანეთს, მატჩი ქართველთა გამარჯვებით — 16:15 — დასრულდა.

მეორე ტესტ-მატჩს ქართველი მორაგბეები 18 ივნისს ტონგასთან გამართავენ,  ხოლო 24 ივნისს კი დასკვნით მატჩზე  ფიჯის გუნდს დაუპირისპირდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0