საქართველოს პრემიერმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების ჩატარების პერიოდში, 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარის მსგავსი ჩხუბი, „ქართული ოცნების“ სტილი არ არის.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ეკისრებათ ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

გასულ კვირას საქართველოს რამოდენიმე რაიონში საკრებულოს შუალედური არჩევნები მომდინარეობდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მმართველი პარტიის და ოპოზიციურ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა. 

„მინდა ვთქვა ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად, ჩვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, თმენის ვალდებულება გვაკისრია. და იმ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან, მაგრამ მმართველი ძალის მხარდამჭერები არიან, იგივე ვალდებულება აკისრიათ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარება უნდა და ჩხუბი, სოფელ კორცხელში 22 მაისს მომხდარის მსგავსი, „ქართული ოცნების“ სტილი არ არის.

გისოსები - Sputnik საქართველო
საარჩევნო უბანთან ჩხუბი, შესაძლოა, 4-წლიანი პატიმრობის ვადით დასჯადი გახდეს
 

„ეს არის  მიუღებელი და სამწუხარო ინციდენტი. მინდა ყველას,  უპირველეს ყოფლისა ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად ვთქვა, ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციის გარეშე საკუთარი ნების გამოხატვა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობიის მშენებლობისთვის უმნიშვნელოვანესი“,- აღნიშნა მან.

ამავე დროს პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების თნამშრომლებს ოქტომბერში საპარლამენტო არჩავნების ჩატარების პერიოდში მობილიზებისკენ მოუწოდა.

შს სამინისტრო იძიებს საქმეს მუხლით „ცემა“, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მუხლი შეიცვლება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა

ყველა ახალი ამბავი
0