ბაზარს კონკურენტუნარიანი საქონელი უნდა შესთავაზო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი აუცილებლად მიიჩნევს მეწარმეთა ერთიანი ბაზის შექმნას, რათა ხელისუფლებას საშუალება ჰქონდეს რესურსები თანაბრად გადაანაწილოს.

ევროკავშირის მხრიდან ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარს გამოყოფს.შესაბამისი შეთანხმება EBRD-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის 27 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა. შეთანხმებას ხელი "საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ყულიჯანაშვილმა და EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს.შეთანხმება ევროკომისიის მიერ შემუშავებული DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამის (DCFTA Facility) ფარგლებში გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის გაძლიერებას DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით. ევროკავშირსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, დასახელებული სამი ქვეყნის მასშტაბით ბანკი 380 მილიონ ევროს გამოუყოფს ადგილობრივ პარტნიორ ბანკებს სესხისა და სავაჭრო გარანტიების სახით ბიზნესებისთვის ქვესესხების გასაცემად. 

ზეთის წარმოება - Sputnik საქართველო
პროექტი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისათვის

რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში მეწარმეობის განვითარების მხრივ, Sputnik-ს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის –აფბა–ს ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა უამბო.

– მეწარმე არის ყველა ის  ადამიანი, რომელიც   პროდუქციას ქმნის და თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა, სწორედ მეწარმეობაა ამის ერთ–ერთი მთავარი განმაპირობებელი  ფაქტორი. დღეს საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელისშემშლელი რამდენიმე ფაქტორი არსებობს. პირველი ის, რომ ძალიან ბევრ ადამაინს, რომელსაც სურს მეწარმეობით დაკავდეს,  კრედიტებზე ხელი არ მიუწვდება. რადგან იგივე ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხებს იმდენად მაღალ პროცენტად გასცემენ, რომ  იმავე  მცირე მეწარმისთვის სესხის გადახდა პრაქტიკულად შეუძებებლი ხდება. მეორე ეს არის პროფესიული განათლების ნაკლებობა, რაც არა მხოლოდ მეწარმეობას, ზოგადად ბიზნესს უშლის ხელს. ამიტომ აუცილებელია კადრების  კვალიფიკაციის ამაღლება, ან მათი გადამზადება და ეს იმ პროფესიული კოლეჯების მეშვეობით უნდა გაკეთდეს, რომლებიც მთავრიობის ხელშეწყობით უკვე  რამდენიმე წელია ქვეყანაში  არსებობენ. არის მესამე პრობლემაც, რომელსაც ლოჯისტიკა და ბაზრების ათვისება ჰქვია.

სკოლა, გაკვეთილი - Sputnik საქართველო
საქართველოში გამოჩნდა მეწარმეობის სახელმძღვანელო სკოლის მოსწავლეთათვის

– მეწარმეები ძირითადად მხოლოდ შიდა ბაზარზე არიან ორიენტირებულები?

– მეწარმეებს უჭირთ თავიანთი პროდუქტი ექსპორტზე გაიტანონ და მიაწოდონ ის სხვადასხვა ბაზარს. მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ  შეიქმნა, ცდილობს დააკვალიანოს და გაარკვიოს ისინი ბევრ საკითხში, თუმცა ლოჯისტიკისა და ბაზრების ათვისების პრობლების გადასაჭრელად ამ სექტორთან მეტი მუშაობაა საჭირო. მეწარმეებს მთავრობამაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ერთობლივად  უნდა აუხსნან, თუ როგორ უნდა მოახერხონ საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია, რადგამ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათ პროდუქციის გაყიდვა.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია მეწარმეებს უფასოდ გადაამზადებს

– რა უნდა იცოდეს მეწარმემ უპირველეს ყოვლისა საკუთარი პროდუქციის წარმატებით გასაყიდად? 

– ყველაზე მთავარი პროდუქციის გასაღების კუთხით  მისი ხარისხია. თუ ჩვენ ბაზარს ხარისხიან პროდუქციას ვერ შევთავაზებთ, რაოდენი შრომაც არ უნდა გავწიოთ, ყველაფერი ამაო იქნება. აქ საუბარი არ არის თუნდაც ექსპორტზე და ევროკავშირის ბაზარზე, აქ საუბარია ნებისმიერ ბაზარზე. მეწარმეებმა აუციელბლად  უნდა გაითვალისწინონ, რომ დაუშვებელია ბაზარს არაკონკურენტუნარიანი საქონელი შესთავაზო.

– კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას მეწარმეებისთვის? 

– ძალიან  მნიშვნელოვანია რამდენად სწორად გაანაწილებს რესურსებს ხელისუფლება. ჩემი აზრით საჭიროა შეიქმნას მეწარმეების ერთიანი ბაზა, რომელიც დააეხმარება ხელისუფლებას იმის გარკვევაში, თუ  რა თანხები  რომელ დარგებში და სექტორებში  უნდა ჩადოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0