სააკაშვილის თანაშემწის სახლსა და კაბინეტში ჩხრეკა ჩატარდა

© photo : 112.uaჩხრეკა მარია გაიდაის სახლში
ჩხრეკა  მარია გაიდაის სახლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანაშემწისა და მრჩევლის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლსა და კაბინეტში ჩხრეკა ჩატარდა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ უწყებაში მიმდინარე ჩხრეკას „პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა. ჟურნალისტებთან საუბრის ამსახველი ვიდეო სააგენტო „112 უკრაინის“ ვებგვერდზე აიტვირთა.

უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომლებმა ხუთშაბათს გაჩხრიკეს ოდესის ოლქის გუბერნატორის თანაშემწისა და მრჩევლის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლი და კაბინეტი.

მარია გაიდარი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა მარია გაიდარი თავის მოადგილედ დანიშნა

ვიდეოში ჩანს, როგორ ელაპარაკება სააკაშვილი ჟურნალისტებს ადმინისტრაციული შენობის ერთ–ერთ დერეფანში, ხოლო გვერდით სამხედრო ფორმიანი და იარაღიანი ადამიანები უდგანან.

„ეს წმიდა წყლის პოლიტიკური პროვოკაციაა… მათ ჩვენი თანამშრომელი ქალები მთელი ოთხი საათი ჰყავდათ ჩაკეტილი, სანამ აქ არ ვიყავი. ისინი შიშისგან კანკალებდნენ, იმიტომ რომ თავზე ვიღაც „შვონდერები“ ედგნენ ავტომატებით. გენერალური პროკურატურის პროკურორი ბინძურ პოლიტიკურ მითითებას ასრულებს. უკვე ველაპარაკე გენპროკურორს და ამ ნაგვის აქედან დაუყოვნებელი გაყვანა მოვთხოვე“, — განაცხადა სააკაშვილმა.

გუბერნატორი დაბეჯითებით ირწმუნება, რომ აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ ამ ჩხრეკის ყველა მონაწილე დაისაჯოს.

ყველა ახალი ამბავი
0