თბილისში ფოტოგრაფების პირველი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიფოტოაპარატი
ფოტოაპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ფოტოგრაფიის დღეს თბილისში ფოტოგრაფებისთვის სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, მკვლევარები და არტ-კურატორები.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 25 მაისს გაიმართება პირველი სამეცნიერო კონფერენცია „ფოტოგრაფიული მიმართულებები“, რომელზეც თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის პრობლემატიკას, გამოწვევებსა და მომავალს განიხილავენ.

კონფერენციის ინიციატორია საქართველოს მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფორუმი ქართული ფოტოგრაფიის დღის აღნიშვნის ფარგლებში დაწესდა და ყოველ წელს ამ დღეს გაიმართება.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიურ ფესტივალს მასპინძლობს

კონფერენციაში, რომელიც დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ფოტოგრაფები, მკვლევარები, არტ-კურატორები და გალერისტები, ფოტოკონკურსებისა და ფოტოფესტივალების ორგანიზატორები, ფოტოსააგენტოების ხელმძღვანელები, სახელოვნებო მიმართულების მქონე ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების, სხვადასხვა ფონდების წარმომადგენლები, ჟურნალების რედაქტორები, ჟურნალისტები, სტუდენტები, აცხადებენ ორგანიზატორები.

კონფერენციის მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით გამოვლენ მხატვარი გია ბუღაძე, არტ-კურატორი ლიკა მამაცაშვილი, ხელოვნებათმცოდნეები ნათია წულუკიძე, ხათუნა ხაბულიანი და სხვები.

კონფერენციის დასასრულს შემუშავდება პეტიციის ტექსტი საქართველოში ფოტოგრაფიის მუზეუმის შექმნის შესახებ, რომელზეც ხელმოწერა ყველა მსურველს შეუძლია.

გარდა ამისა, ქართული ფოტოგრაფიის დღესთან დაკავშირებით გალერეა „კონტეინერში“ გაიხსნება პირველი ქართველი ფოტოკონცეპტუალისტის ბორის შავერდიანის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „იისფერი ჯებირი“.

კონფერენციის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფოტოგრაფი - Sputnik საქართველო
Kolga Tbilisi Photo 2016-საქართველოში ფოტოგრაფები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ

ქართული ფოტოგრაფიის დღე 2015 წლის 25 მაისს მაშინ ერთადერთმა ფოტოგალერეა „კონტეინერმა“ დააწესა.

დღესასწაულის შექმნის ისტორია ასეთია: 1987 წლის აპრილის ბოლოს დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველი გამოფენა გაიხსნა, რომელშიც საქართველოში იმ დროს მოღვაწე პრაქტიკულად ყველა ფოტოგრაფი მონაწილეობდა. რადგან ფოტოექსპოზიციის გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია და ის 25 მაისს დასრულდა, დღესასწაულის დაწესების იდეის ავტორმა ნათია წულუკიძემ გადაწყვიტა, ქართული ფოტოგრაფიის დღის აღსანიშნავად სწორედ ეს დღე — 25 მაისი შეერჩია.

ყველა ახალი ამბავი
0