ქართველ ძიუდოისტთა პირველი დღე ბაქოს ტურნირზე უიღბლო გამოდგა

© Baku2015.comშეჯიბრი ძიუდოში
შეჯიბრი ძიუდოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური შეჯიბრი მოიგეს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გადაწყვიტა ძირითადი სპორტსმენების დასვენება და ბაქოში მეორე ნაკრები ჩავიდა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ბაქოში მიმდინარე დიდი შლემის ტურნირზე,  ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა ძალიან უიღბლოდ წამოიწყეს. 

შეჯიბრის პირველ დღეს, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) უკვე მეორე რაუნდში წააგო მონღოლ ამარტუშვინ დაშდაავასთან. 

66 კგ-მდე წონით  კატეგორიაში კიდევ ორი ქართველი მონაწილეობდა. ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც აპრილის ბოლოს ყაზანში ევროპის ჩემპიონი გახდა, პირველივე ორთაბრძოლა წააგო ყაზახ აზამატ მუკანოვთან. გელა კელიხაშვილი სატურნირო ბადეში უფრო შორს წავიდა, მაგრამ 1/8 ფინალის სტადიაში ვერ შეძლო ბარიერის გადალახვა ესპანელი სპორტსმენის სუგოი ურიარტეს სახით. 

პირველ რაუნდს ასევე ვერ გაცდა მარიამ ჯანაშვილიც (-57კგ), რომელმაც ბულგარელ იველინრ ილიევასთან დათმო.

ქართველ ძიუდოისტთა 17 წლამდე ნაკრები - Sputnik საქართველო
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის პირველობაზე 11 მედალი მოიპოვეს

შაბათს ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავა ანზორ ხმიადაშვილი, ფრიდონ გიგანი, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში და ამბაკო ავალიანი და კობა მჭედლიშვილი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში. 

ბაქოს ტურნირში საქართველოს ნაკრები მეორე შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური შეჯიბრი მოიგეს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გადაწყვიტა ძირითადი სპორტსმენების დასვენება. 

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა შვიდი შესაძლებლიდან შვიდი ლიცენზია მოიპოვა. 


ყველა ახალი ამბავი
0