ბათუმში მშენებელი დაიღუპა, რომელიც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარების სამსახური 112
სასწრაფო დახმარების სამსახური 112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე ხუთ წუთში მივიდა, მშენებელი გარდაიცვალა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ბათუმში მშენებარე სახლის მეექვსე სართულიდან მშენებელი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა დღეს, დილის 11 საათზე ჯაფარიძისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

„მამაკაცი 40 წლამდე ასაკის იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე ხუთ წუთში მივიდა, თუმცა, დაზარალებული უკვე გარდაიცვალა“, — განაცხადა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მინდია კახიძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლის „სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი“, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0